მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაჭიანურდა და როდის ექნება გუდაურს გათოვლიანებისთვის საჭირო "ხელოვნური ტბა"

5e2d712825b38
თელარა გელანტია, ვიქტორია მღებრიშვილი
27.01.20 10:15
1477
გუდაურში ხელოვნური ტბა 2018 წლის ბოლომდე მოეწყობა - ამაზე bm.ge შესაბამის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს წერდა. უკვე 2020 წელია, მაგრამ კურორტს ხელოვნური ტბა, რომელმაც გათოვლიანების სისტემა წყლით უნდა უზრუნველყოს ჯერ კიდევ არ აქვს. ჩვენ პროექტის გაჭიანურების მიზეზებით და არსებული ეტაპით დავინტერესდით.

„ხელოვნური ტბის მოწყობის სამუშაობი გაზაფხულისთვის დასრულდება” - აცხადებს BM.GE-ისთან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ზაზა სიხარულიძე.

საქმე იმაშია, რომ გუდაურში ხელოვნური ტბის მოწყობისთვის საჭირო სამუშაოების პირველი ეტაპი 2018 წელს დასრულდა. პროექტირება-მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობამ 11 388 298 ლარი გამოყო. ხელოვნური რეზერვუარის მოწყობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანია "ფერიმ" განახორციელა. პროექტის ფარგლებში გუდაურში ხელოვნური 100 000 მ3 მოცულობის ხელოვნური ტბა უნდა მოწყობილიყო, თუმცა როგორც გაერთიენებული წყალომომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ამბობს, 96 000 მ3 მოცულობის ტბა მოეწყო. მისივე ცნობით, დასკვნითი სამუშაოები დღესაც მიმდინარეობს.

„გუდაურში გათოვლიანებისთვის არსებული ხელოვნური ტბის მშენებლობა-მოწყობა დასრულებულია, ტესტირება ჩატარებულია და მზად არის წყლის შევსებისთვის. ამჟამად დაწყებულია და მიმდინარეობს ტბის შემვსებისთვის საჭირო კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები, რომელიც გაზაფხულზე დაიწყო და ამ დროისთვის კლიმატური პირობების გამო დროებით შეჩერებულია, 2 800 მ ზედა ნიშნული სადაც წყალი უნდა ავიყვანოთ. სამუშაობის კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე განახლდება და წელს გაზაფხულზე სამუშაოების დასრულებას ვგეგმავთ და უკვე ზაფხულში დავიწყებთ ხელოვნური ტბის შევსებას“, - ამბობს ზაზა სიხარულიძე.

BM.GE-ის კითხვაზე - რამ გამოიწვია ტბის სამშენებლო სამუშაობის შეფერხება და რატომ ვერ მოხდა წყლის დაგროვება გაწერილ ვადებში, კონკრეტულად კი, 2018 წლის ბოლოსთვის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილე გვპასუხობს, რომ სამუშაოები რამდენიმე თვით ჩაშლილი ტენდერის გამო შეფერხდა.

„ერთადერთი შეფერხება ის იყო, რომ პირველი ტენდერი ჩაიშალა და ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, შემდეგ გამოცხადდა ხელახლა ტენდერი, რომელშიც „ერისიმედმა“ გაიმარჯვა და დაიწყო შეთანხმებული საპროექტო სამუშაობის განხორციელება გრაფიკის შესაბამისად“, - განმარტავს სიხარულიძემ.

ამ, ასთანზაზა სიხარულიძემ უარყო წინა წლებში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხელოვნური ტბა გუდაურს წყალმომარაგებითაც უზრუნველყოფდა.

„ეს ტბა არასდროს არ ყოფილა გათვლილი საყოფაცხოვრებო წყლისთვის, ვინაიდან მანდ წყლის დაგროვება უნდა მოხდეს ზაფხულის განმავლობაში და შესაბამისად ზაფხულში მოგროვებულ, რამდენიმე თვე ტბაში გაჩერებულ წყალს მოსახლეობას ვერ მივაწვდით. ვერ დაგიდასტრუებთ იმ ინფორმაციას რომ ეს იქნებოდა გათვლილი საყოფაცხოვრებო მიზნებისთვისაც, ცალსახად ხელოვნურად დაგროვილი წყალსაცავიდან ვერ მოხდება და სისტემა არც ითვალისწინებს მოსახლეობის წყალმომარაგებას.

პროექტი განხორციელდა პრინციპით, რომ გუდაურში, ზამთარში ისედაც წყლის დეფიციტია. რესურსი არ არის იმ დონით, რომ ხელოვნური ტბა წყლით შევავსოთ, ამიტომ გათვლაა შემდეგი -  ზაფხულის პერიოდში, როდესაც საკმაოდ დიდი შემოდინება გვაქვს, უპრობლემოდ შეივსოს 96 000 მ3-ის ხელოვნური ტბა. გათოვლიანებისთვის ეს მოცულობა სავსებით საკმარისია“, - აცხადებს ზაზა სიხარულიძე.