მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაჭიანურდა ელექტროსისტემის რეაბილიტაციის რეჟიმი?

5e304e1d7f115
დავით ჯალაღონია
28.01.20 20:20
1409
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) რეაბილიტაციის რეჟიმის გაჭიანურების მიზეზებს სსე-ს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი განმარტავს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე კომპანია მზად არის რეაბილიტაციის რეჟიმიდან გამოვიდეს, თუმცა გარკვეული ფაქტორები ამ პროცესს აფერხებს.

„კომპანია მზად არის, გამოვიდეს რეაბილიტაციის რეჟიმიდან. ამასთან დაკავშირებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან, დამოკიდებული ვართ რიგ პროცესებზე, რომლის განხორციელება უახლოეს თვეებში იგეგმება.

ჩვენი რეაბილიტაციაში შეყვანა მოხდა სასამართლოს მიერ და სასამართლომ უნდა გამოგვიყვანოს, ხდება კრედიტორებთან მიმართებაში გარკვეული საკითხების დაზუსტება და ეს დაკავშირებულია როგორც საპარტნიორო ფონდთან, ასევე ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან. ამ სამ სტრუქტურაზე ვართ დამოკიდებული რეაბილიტაციიდან გამოსასვლელად... არის რაღაც საკითხები, რასაც არ გავაჟღერებთ“, - განაცხადა უჩანეიშვილმა.

ელექტროსისტემის რეაბილიტაციის გეგმა 2008 წლის ნოემბერში დამტკიცდა. უწყებაში გასულ წელს აცხადებდნენ, რომ სსე რეაბილიტაციის რეჟიმიდან 2019 წლის ბოლომდე გამოვიდოდა.