მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაჩნდა Tsikolia-ს ბრენდზე წარწერა “საქართველო“ – "გვსურს, ეს სხვებისთვისაც მაგალითი იყოს”

5ef2343923ec1
თამთა ჯიჯავაძე
24.06.20 00:00
4793
Tsikolia-ს ლოგოს დაემატა წარწერა „საქართველო“. საათების მწარმოებელი ქართული ბრენდის დამფუძნებელი ზვიად ციკოლია bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ლოგოზე წარწერა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ეს საქართველოს პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

„ჩვენი ბრენდი ამ წარწერით კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს თავის წარმომავლობას. არ ვერიდებით იმ სტერეოტიპების ნგრევას, რომ რადგან ქართულია, ესე იგი უხარისხოა. ასევე გვინდა ეს მაგალითი იყოს სხვა ქართული ბრენდებისთვისაც. თუ ფრანგულ, ამერიკულ, ინგლისურ და იტალიურ კომპანიებს უწერიათ ქალაქი და აკეთებენ ამ ქალაქების პოპულარიზაციას, ჩვენ რატომ არ უნდა დავაწეროთ ჩვენი ქვეყანა? რაც მეტი კომპანია გააკეთებს ამას, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის“, – ამბობს ზვიად ციკოლია.

მან პანდემიის გავლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ შექმნილ ვითარებას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეც.

„უარყოფითია ის, რომ სტაბილურობა დაიკარგა, პარტნიორი კომპანიები განიცდიან სერიოზულ ეკონომიკურ ვარდნას და ეს შესაბამისად ჩვენზეც აისახა. ვმუშაობთ მეოთხედი ძალით და გაურკვეველია მომავალში რა იქნება. დადებითია ის, რომ დავიწყეთ ახალ ბიზნესმოდელებზე ფიქრი. გავაქტიურეთ ონლაინ გაყიდვები და მომხმარებელს ვთავაზობთ უკვე ონლაინ განვადებას სახლიდან გაუსვლელად. ასევე ბევრი საინტერესო მოდელია ჩაშვებული, რომელიც მომავალში ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, – აღნიშნა ციკოლიამ.

მისივე თქმით, აღდგენაზე საუბარი ნაადრევია, ვინაიდან სრული გაურკვევლობაა როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში, სადაც ციკოლიას ბრენდული საათები იყიდება.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის Tsikolia-ს პროდუქცია აშშ-ში, პოლონეთსა და ბრიტანეთში იყიდება, – „სამწუხაროდ პროდუქციის ლიმიტირებული წარმოება არ გვაძლევს საშუალებას მეტი ქვეყანა ავითვისოთ. ონლაინ კი ვყიდით მთელს მსოფლიოში“, – აღნიშნა ზვიად ციკოლიამ.