მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადადო მთავრობამ აუზების და ფიტნეს-დარბაზების გახსნა? - ბექა ფერაძის პასუხი

5efb0b74e58c8
ინგა მურუსიძე
30.06.20 14:18
1642
აუზები და ფიტნეს-დარბაზები კვლავ დაკვირვების ქვეშ რჩებიან, - ამის შესახებ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, მთავრობის უწყებათშორისმა საბჭომ დღეს გადაწყვიტა, რომ
ისინი ჯერ კვლავ დახურულები რჩებიან.

"რაც შეეხება აუზებს, ფიტნეს-დარბაზებს და სხვა დარჩენილ ბიზნესებს, საბჭომ ისმჯელა და გადაწყვიტა, რომ აგრძელებს დაკვირვებას, როგორც სექტორის მზაობის მიხედვით, ასევე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. შემდეგ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. მიმდინარეობს დაკვირვება და სექტორთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს", - განაცხადა ბექა ფერაძემ.

აუზების და ფიტნეს-დარბაზების წარმომადგენლები ითხოვენ, გახსნის ნებართვა მიიღონ, თუმცა ამ ეტაპზე სამუშაო ჯგუფში პროტოკოლზე შეთანხმება ვერ ხდება. საქმე ეხება ერთი ადამიანისთვის გამოყოფილ ადგილს. მთავრობა ფიქრობს, რომ დარბაზში 8 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანი უნდა იყოს დაშვებული, ხოლო დარბაზების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ ფართი 5 კვადრატულ მეტრამდე შემცირდეს.