მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადაიფიქრა მთავრობამ ტურისტებისთვის სავალდებულო კოვიდ-დაზღვევის შემოღება?- განმარტება

617168f4bea67
ანუკა ჯოხაძე
21.10.21 17:14
846
გასულ წელს მთავრობამ სადაზღვევო სექტორთან ტურისტებისთვის სავალდებულო კოვიდ-დაზღვევის საკითხზე მსჯელობა დაიწყო. სექტორის მხრიდან შეთავაზებული იყო კონკრეტული სადაზღვევო პაკეტებიც, თუმცა როგორც დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, მთავრობამ ტურისტებისთვის სავალდებულო კოვიდ-დაზღვევის შემოღება გადაიფიქრა.

როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, აღმოჩნდა, რომ საქართველოში შემომსვლელ ტურისტებს თავიანთ ქვეყნებში ისედაც აქვთ ნაყიდი დაზღვევა, რომელიც მოიცავს კოვიდის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებასაც, ამიტომ გაბუნიას თქმით, მათთვის საქართველოში კოვიდ დაზღვევის შეძენისა და ქონის ვალდებულებამ აზრი დაკარგა.

“გასულ წელს ვმუშაობდით სადაზღვევო ინდუსტრიასთან იმისთვის, რომ შემოგვეღო ტურისტებისთვის კოვიდ დაზღვევა და ამას ჰქონოდა სავალდებულო ხასიათი. ეს პაკეტი მომზადდა, მაგრამ შემდეგ ვინაიდან ტურისტებს ჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნიდან არსებული დაზღვევა, ბუნებრივია, აღარ დადგა იმის საჭიროება, რომ სავალდებულო წესით ჩვენ ჩვენი პაკეტი დაგვემტკიცებინა. ამდენად, ბევრი ტურისტი, რომელიც ქვეყანაში შემოდის, მათ აქვთ თავიანთ ქვეყნებში შეძენილი დაზღვევა, რომელიც ფარავს კოვიდ ხარჯებსაც. სავალდებულო სახე კოვიდ დაზღვევამ მიიღო მხოლოდ სტუდენტებისთვის”-აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.