მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადაწყვიტა "საქართველოს ბანკმა" 500startups-ის საქართველოში შემოყვანა - ინტერვიუ არჩილ გაჩეჩილაძესთან

5e5c1f49b921d
ანნა ლაპიაშვილი
02.03.20 00:38
1721
საქართველოს ბანკი 2020 წელს ახალგაზრდების განათლების და დასაქმების პოტენციალის ხელშესაწყობად წლის განმავლობაში საზოგადოებას რამდენიმე პროექტს შესთავაზებს. ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკის გენერალური დირექტორის თქმით, უცვლელია პრიორიტეტი, რომელიც განათლების დაფინანსებას და ახალგაზრდებისათვის მაქსიმალური პოტენციალის გამოვლენას უკავშირდება.

“Fulbright-ის მიმართულებით გრძელდება დაფინანსება, chevening-ის მიმართულებით, San diego-ს სტუდენტებს ვაფინასნებთ, თსუ-ს უნივერსიტეტთან დავიწყეთ მჭიდრო თანამშრომლობა და კავკასიის უნივერსიტეტთან. ასევე ვთანამშრომლობთ რეგიონალურ ქართულ უნივერსიტეტებთან რომ პირველი სამსახურის შოვნაში დავეხმაროთ. და ყველაზე მთავარი რაც არის, ამ კუთხით6-12 თვის განმავლობაში კიდევ ძალიან ბევრი სიახლე იქნება შემოთავაზებული, ვინაიდან მთავარი გამოწვევა ცხოვრებაში არის ის რომ დრო არ არის საკმაირის და ყველა ის სიახლე რისი განხორციელებაც გვინდა ჯერ ვერ მოვასწარით, თუმცა ბევრი კარგი ამბავი იქნება ამ კუთხით. “- ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.

უკვე შესრულებული გეგმის შეფასებისას საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი BMG-სთან საუბარში ბიზნესის ხელშეწყობისთვის შექმნილ პროდუქტებს გამოყოფს და ამბობს, რომ გაჩერებას წელს არც ამ მიმართულებით აპირებენ.

“ცოტა ხნის წინ მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით მსოფლიოში მოწინავე აქსელერატორი 500Startups შემოვიყვანეთ და მგონია რომ მთელი საქართველსოსთვის ძალიან კარგი საქმეა. მათთან ერთად ქსელერაციას გავუკეთებთ იმ კომპანიებს, რომლებიც კონკურსში გაიმარჯვებენ და მსოფლიოს საუკეთესო მცოდნეებისგან ვისწავლით როგორს უნდა მოხდეს სტარტაპების ბიზნეს კიბეზე შეყენება, რელსებზე დადგომა, ასელერაცია რასაც ჰქვია. ამას მერე მიკროკრედიტების და მიკრობიზნესების მიმართულებით გამოვიყენებთ, რომ დავეხმაროთ მიკრობიზნესებს შედეგი ეტაპი შემდეგი დაიდოს. “- განმარტავს არჩილ გაჩეჩილაძე.

რატომ დაინტერესდა საქართველოს ბანკი სტარტაპების დაფინანსებით, მაშინ როცა ასეთი მაღალრისკიანი მიმართულება საფინანსო სექტორის ამ წარმომადგენლებისთვის ტრადიციულ სამიზნეს არ წარმოადგენს, ამაზე არჩილ გაჩეჩილაძე გვპასუხობს, რომ 500startups-ის საქართველოში შემოყვანა არა იმდენად რაოდენობრივი ეფექტის მომცემი იქნება, არამედ ხარისხობრივად არის მნიშვნელოვანი და მისი თქმით, მსოფლიოს TOP 3 აქსელერატორიდან ერთ ერთის ქვეყანაში შემოსვლა მნიშვნელოვან ცოდნას და გამოცილებას დატოვებს.

“ჩვენი ინტერესია რომ საქართველოში ისეთი გარემო შეიქმნას სტარტაპებისავის რომელიც მათ მისცემს შესაბამის ცოდნას და შესაძლებლობას გადადგან შემდეგი ნაბიჯი. მგონია, რომ ახალ სტანდარტს შემოვიტანეთ 500-თან ერთად თუ როგორ უნდა გაკეთდეს აქსელერაცია და ეს ცოდნა ტირაჟირებადი იქნება, გადატანადი სხვა მიმართულებით. აქსელერაცია არ არის საბანკო საქმე, მაგრამ იმდენად კარგი რაღაცის შემოტანა ხდება, რომ ჩვენ ამას ვიწყობთ ხელს, მერე ჩავეხსნებით კიდეც, იმიტომ რომ დღეს მთავარია შეიქმნას ხარისხი და ეს მერე გაგრძელდეს. “- ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.

საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა რამდენიმე დღის წინ საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის იდეით შექმნილ კიდევ ერთ პროექტზე ისაუბრა. 4B- ახალი ბრენდია, რომელიც ბანკის მიერ სხვა და სხვა პროდუქტების შესათავაზებლად შეიქმნა.

“ხშირად ხდება ისე, რომ რაღაც ეტაპზე წარმატებული ბიზნესი განვითარებას ვეღარ ახერხებს, შემდეგ ნაბიჯს ვერ დგამს, ვერ იზრდება. ჩვენ გვინდა, რომ რა პოტენციალიც მათ აქვთ მის მაქსიმუმს მიაღწიონ და ამისთვის შევქმენით ახალი ბრენდი 4B. ამ სივრცეშ მოვიპატიჟბთ ისეთ ბიზნესებს, რომლებსაც გვგონია, რომ ნახტომის გაკეთების საშუალება აქვთ და მივაწვდით სხვა და სხვა რესურსს. მათ შორის იქნება HR მიდგომები, მარკეტინგის მიდგომები, ფინანსების დაგეგმაება, ლოგისტიკა და ა.შ ამ მიმართულებით გვგონია რომ ძალიან ბევრის გაკეთებაა შესაძლებელი.”- აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე.