მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაძვირდა ბოსტნეული?

5e1ad8bc72743
ანუკა ჯოხაძე
12.01.20 12:26
1781
ხილსა და ბოსტნეულზე ფასების ზრდას სეზონურს უწოდებს ორგანიზაცია “მომავლის ფერმერის” დამფუძნებელი რუსუდან გიგაშვილი. მისი თქმით, რამდენიმე მნიშნელოვანი ფაქტორი არსებობს იმისა, რამაც ბაზარზე სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდა გამოწვია. პირველი - ახალი წლის გავლენა, მეორე - თურქეთიდიან კარტოფილის იმპორტის აკრძალვა, რომელმაც სხვა ბოსტნეულის ფასებზე მოახდინა გავლენა და მესამე - ადგილობრივ ბაზარზე პესტიციდების ფასის ზრდა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტით შემოდის და რომლის შეძენაც ფერმერებს იმაზე ძვირი უჯდებათ, ვიდრე მანამდე.

“ბოსტნეულის იმპორტში იყვნენ ჩართული კონკრეტული ბიზნეს სუბიექტები, რომლებიც თურქეთიდან იმპორტს ახორციელებდნენ. ჰქონდათ გადანაწილებული კვოტა, რამდენი ტონა კარტოფილი და სხვა ბოსტნეული უნდა შემოეტანათ. კარტოფილი ამ პაკეტში ყველაზე დიდ ნაწილს იკავებდა და როდესაც იმპორტი გაჩერდა, მათ გარკვეული საკითხების გადახედვა მოუწიათ, მაგალითად ფასების, რომელიც ალბათ დასტაბილურდება, მაგრამ მაინც ვერ იქნება იმ ძველ დონეზე,”-ამბობს ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელი რუსუდან გიგაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის პირველ ივნისამდე თურქეთიდან კარტოფილის იმპორტი, კარტოფილის პარტიებში აღმოჩენილი დაავადებების გამო აიკრძალა.

2019 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით ყველაზე მეტად კი შემდეგი პროდუქტები გაძვირდა:

1. ნიორი - ფასი გაიზარდა 127,7%-ით;
2. წიწიბურა - 74,0%-ით;
3. საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68,3%-ით;
4. საზამთრო - 60,2%-ით;
5. ვაშლი - 50,3%-ით;
6. ატამი - 36,0%-ით;
7. მარილი - 32,7%-ით;
8. მანდარინი - 32,0%-ით;
9. ჭარხალი - 31,7%-ით;
10. ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 31,4%-ით.