მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაძვირდა პური? - კონკურენციის სააგენტო საკითხს კვლავ სწავლობს

5e425e698acbe
ინგა მურუსიძე
11.02.20 12:02
1154
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე ვარაუდობს, რომ პურის ფასთან დაკავშირებით შესწავლის შედეგების ნაწილს პირველ კვარტალში დადებს.

"ჩვენ ვმუშაობთ ინტენსიურად ამ მიმართულებით, 2019 წელი დასრულდა და ვფიქრობთ, რომ გარკვეულ დინამიკაში პროცესის დანახვა არის მნიშვნელოვანი. სამი ძირითადი სექტორია აქ - ხორბლის ექსპორტი, პურ-პროდუქტების წარმოება და ფქვილის წარმოების კომპონენტი. გარკვეული მიმართულებით, გარკვეული დასკვნები უკვე გვაქვს, თუმცა გვჭირდება დრო, რომ საბოლოო დასკვნები გავაკეთოთ. მე ვფიქრობ, პირველ კვარტალში გარკვეული შეფასებები ალბათ ნაწილობრივ შეიძლება გვქონდეს", - განაცხადა ლექვინაძემ.

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მონიტორინგის პროცესი რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

"ზოგადად, ხშირად, კომპანიების მხრიდან ინფორმაციის მოწოდების მაჩვენებელი მაღალი არ არის, ვინაიდან მათ არ აქვთ ვალდებულება, კონკურენციის სააგენტოს მიაწოდონ ინფორმაცია. ჩვენ ამ პრობლემის აღმოფხვრას ვცდილობთ აქტიური კომუნიკაციის გზით. ჩვენ გვყავს ჩვენი წყაროები, ვიღებთ ინფორმაციებს, თუმცა კომპანიის თანამშრომლობა ამ შემთხვევაში არის მნიშვნელოვანი. ახალ კანონმდებლობაში ეს კომპონენტი არის გაუმჯობესებული და იქ უკვე კომპანიებს ვალდებულება ექნებათ ინფორმაციის მოწოდების ნაწილში. ეს ხარვეზი დღეს გვაქვს, თუმცა ჩვენი აქტიურობით ვაუმჯობესებთ ინფორმაციის მოწოდების პროცენტულ მაჩვენებლებს", – განმარტა ლექვინაძემ. 

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ პურის ფასის შესწავლა ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში დაიწყო, მაშინ, როცა საქართველოში პური 5-10 თეთრით გაძვირდა. პურ-პროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ამის მიზეზად ფქვილზე ფასების ზრდას ასახელებდენ.