2021 წლიდან საქართველოს ბიზნესსაც და მოსახლეობასაც ელექტროენერგიის ტარიფი გაეზარდათ, თუმცა, ბიზნესისთვის ტარიფის მატება ერთ კილოვატზე საშუალოდ 11-13 თეთრია, როდესაც მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ღირებულება 3.5 თეთრით გაძვირდა. შესაბამისად, ბიზნესისთვის ტარიფის ზრდა 3.5-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე მოსახლეობისთვის.
გადაცემა “ანალიტიკაში” სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მოქალაქეებისთვის და ბიზნესებისთვის ტარიფების განსხვავებული ზომით ზრდა “ენგურჰესის” ელექტროენერგიას უკავშირდება. კერძოდ, სემეკის გადაწყვეტილებით, “ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, რომელიც უფრო იაფი ღირს ძირითადად მოსახლეობისკენ მიიმართა, შესაბამისად კომერციული სექტორისთვის განკუთვნილი ელექტროენერგიის შესყიდვა უფრო ძვირადღირებული წარმოების ჰიდროელექტროსადგურებიდან ხდება.
“ბიზნესს ჩვენ რა ტარიფებიც დავუდგინეთ, ეს არის დათვლილი ელექტროენერგიის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით. რაც შეეხება მოსახლეობის ელექტროენერგიის ტარიფს შედარებით ნაკლებ ზრდას, ვიდრე ბიზნესის ნაწილში, ეს გამოწვეული არის ერთადერთი ფაქტორით, რაც არის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ “ენგურჰესის” შედარებით იაფიანი ენერგია გაგვენაწილებინა უფრო მეტად მოსახლეობისთვის,”- აცხადებს დავით ნარმანია.
სემეკმა ელექტროენერგიის ახალი ტარიფები 2020 წლის 29 დეკემბერს დაადგინა. მის შედეგად, მოსახლეობისთვის დენის ტარიფი ერთ კილოვატზე 3.5 თეთრით გაიზარდა.
"თელასის" სამომხმარებლო აბონენტებისთვის ახალი ტარიფი ასეთია:
1) თვეში 0-101 კილოვატი - 18.041 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი;
2) თვეში 101-301 კილოვატი - 22.053 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი;
3) თვეში 301+ კილოვატი - 26.537 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი.
"ენერგო პროს" სამომხმარებლო აბონენტებისთვის ახალი ტარიფი ასეთია:
1) თვეში 0-101 კილოვატი - 17.731 თეთრი, ზრდა 3.494 თეთრი;
2) თვეში 101-301 კილოვატი - 21.707 თეთრი, ზრდა 3.494 თეთრი;
3) თვეში 301+ კილოვატი - 26.227 თეთრი, ზრდა 3.494 თეთრი.
არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ახალი ტარიფები ასე განისაზღვრება:
"თელასის" ქსელში:
110-35 კვ. - 27.370 თეთრი- ზრდა 11.260 თეთრი;
10-6-3.3 კვ - 29.646 თეთრი - ზრდა 12.764 თეთრი;
380-220 ვ - 32.831 თეთრი - ზრდა 11.612 თეთრი.
"ენერგო პროს" ქსელში:
110-35 კვ. - 28.267 თეთრი- ზრდა 13.407 თეთრი;
10-6-3.3 კვ - 30.879 თეთრი - ზრდა 14.628 თეთრი;
380-220 ვ - 31.960 თეთრი - ზრდა 10.877 თეთრი.
ეს ტარიფები ძალაში 2021 წლის 1 ივლისამდე იქნება. პირველი ივლისის შემდეგ კი ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა ამოქმედდეს, კერძოდ კი ერთმანეთისგან გაიმიჯნება გამანაწილებელი ქსელის ფლობის და ელექტროენერგიის მიწოდების ბიზნესები. შესაბამისად, ბაზრის ახალი წესებით, “თელასს” საქმიანობის გასაგრძენელად ბიზნესების გამიჯვნა ესაჭიროება.
როგორც ცნობილია, “ენერგო-პრო ჯორჯიამ” გაყოფის შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდების ბიზნესის გაგრძელებაზე უარი თქვა. ეკონომიკის სამინისტრო და სემეკი ამჟამად კომპანიასთან მოლაპარაკებებს მართავენ. იმ შემთხვევაში თუ კომპანია ამ საქმიანობის შესრულებაზე უარს იტყვის, ეკონომიკის სამინისტრო მისი “ესკოთი” ჩანაცვლებას განიხილავს.
კითხვაზე გეგმავს თუ არა “თელასი” გაყოფის შემდეგ სრულფასოვანი ფუნქციონირების გაგრძელებას, კომპანიაში პასუხობენ, რომ ისინი ქართულ ბაზარზე პოზიციების განმტკიცებით არიან დაინტერესბული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?