მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაიზარდა ფულადი გზავნილები საქართველოში - ფადი ასლი 3 მიზეზს ასახელებს

61337d1dbcc96
BM.GE
04.09.21 18:04
7401
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი საქართველოში ფულადი გზავნილების ზრდის მიზეზებზე წერს. როგორც ბიზნესმენი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, უცხოეთიდან გადმორიცხვები 3 მიზეზით გაიზარდა:

“1. უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ქვეყანას, მიდის საზღვარგარეთ სამუშაოდ და შესაბამისად ოჯახს ფულს უგზავნის;

2. 2020/2021 წლებში ასობით ათასობით ადამიანმა დაკარგა სამსახური, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ მათ ნათესავებს კი უწევთ უფრო მეტი ფულის გამოგზავნა მათ სარჩენად;

3. ინფლაცია იმდენად გაიზარდა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის შეუძლებელი გახდა ხელფასით ცხოვრება და დახმარებას საზღვარგარეთ მყოფ ნათესავებს სთხოვენ”,- წერს ბიზნესმენი.

მისივე თქმით, ქვეყნიდან ე.წ. ტვინების გადინება დიქტატორებისა და კლეპტოკრატების იარაღია.

“ქვეყნიდან ახალგაზრდებისა და განათლებული ხალხის გადინებას უწყობენ ხელს, რათა ხმის მიცემით კორუმპირებული სისტემის შეცვლა ვერ შეძლონ, ხოლო მათი ფულადი გზავნილებიდანაც სარგებელს იღებენ, ოჯახები გადასახადებს იხდიან და იმ საკვებ პროდუქტს ყიდულობენ, რომლებიც უმეტესწილად კლეპტოკრატების ხელშია, ამით კიდევ უფრო მდიდრდებიან და ქვეყანასაც მეტად აკონტროლებენ”,- წერს ფადი ასლი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, პარალელურად, მზარდია ფულადი გზავნილები, 2021 წლის 7 თვეში გზავნილები 35%-ით გაიზარდა და $1.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანად 2020 წლის უცხოურ ინვესტიციებზე 2.5-ჯერ მეტია.