14.სექტემბერი .2021 22:00

რატომ გაიზარდა გადმორიცხვები საქართველოში? - გიორგი ხიშტოვანის განმარტება

რატომ გაიზარდა გადმორიცხვები საქართველოში? - გიორგი ხიშტოვანის განმარტება
views 526
უკან

PMC კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ხიშტოვანი უცხოეთიდან გზავნილების ზრდას რამდენიმე ფაქტორით ხსნის. მისი თქმით, უმთავრესი რა თქმა უნდა პანდემიაა, რის გამოც უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა მეტი თანხის გადმორიცხვა დაიწყეს, რათა აქ უსამსახუროდ დარჩენილ ახლობლებს დახმარებოდნენ.

თუმცა, ხიშტოვანის თქმით, არსებობს გადმორიცხვების ზრდის სხვა ობიექტური ფაქტორებიც. მისი განცხადებით, წინა წლებში ემიგრანტებს თანხის ნაწილი თავად ჩამოჰქონდათ სამშობლოში ვიზიტის დროს, ან სხვა გზებით ატანდნენ ნათესავებს, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს და ა.შ. თუმცა, პანდემიის გამო შეზღუდული გადაადგილება და საფინანსო სექტორის მიერ გადმორიცხვების წახალისება გახდა კიდეც მათი ზრდის ერთ-ერთი მიზეზი.

“კიდევ ერთი ფაქტორი თავად ადამიანების შეცვლილი ქცევაა, მათ დაინახეს, რომ გადმორიცხვა არ არის განსაკუთრებით ძვირი. ამასთან ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში მათ დაზოგეს თანხა და შესაბამისად, მეტი თანხის გადმორიცხვის მზაობა გაუჩნდათ...

გადმორიცხვების ზრდა ფიქსირდება, მაგრამ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ უცებ ქართველებმა ძალიან გაზარდეს შემოსავლები უცხოეთში ან მთელი ქვეყანა გავიდა საზღვარგარეთ. ასე არ არის. არის ობიექტური გარემოებები, რატომ გაიზარდა გადმორიცხვები, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ მასშტაბებს მიაღწია და FDI არის უდაბლეს დონეზე, ეს უკვე სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს”,- აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა