მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაიზარდა ინფლაცია? - კობა გვენეტაძის განმარტება

61bb0edbb268a
ინგა მურუსიძე
16.12.21 14:02
555
ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით ერთდროულად სხვადასხვა ფაქტორმა იმოქმედა, რომელთა შორის აღსანიშნავია მსოფლიოში ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა.

გვენეტაძემ განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც დღეს 2022-2024 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებები უნდა დაამტკიცონ.

გვენეტაძის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პერიოდულ გამოცემებში გლობალური ინფლაცია განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

„2021 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა ნარჩუნდება. ნოემბერში ინფლაციამ 12.5% შეადგინა. გაძლიერებული ინფლაციური წნეხის მიზეზი როგორც კორონავირუსის გამო შექმნილი არაორდინარული ვითარება, ასევე შემდგომი აღდგენითი პროცესებია. კერძოდ, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით ერთდროულად სხვადასხვა ფაქტორმა იმოქმედა, რომელთა შორის აღსანიშნია მსოფლიოში ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა.

გამოსარჩევია სურსათის გაძვირება - პანდემიასთან დაკავშირებული შეფერხებების, ცუდი მოსავლისა და გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯების გამო მსოფლიოში სურსათის ფასები ბოლო ათი წლის მანძილზე უმაღლეს ნიშნულზეა. სურსათის გაძვირებამ განსაკუთრებით იმოქმედა განვითარებად ქვეყნებზე, სადაც სურსათის წონა სამომხმარებლო კალათაში განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით მაღალია. საქართველოს სამომხმარებლო კალათაშიც სურსათის წონა მაღალია და 29%-ს შეადგენს. აქედან გამომდინარე, სურსათის ფასის ცვლილება ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს“, - განმარტავს კობა გვენეტაძე.