შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის კახა საბანაძის განცხადებით, გუშინ ცესკოსთან გამართულ აქციაზე წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად კანონის სრული დაცვით იქნა გამოყენებული.
„წყლის ჭავლი გამოყენებული იქნა კანონის სრული დაცვით. პოლიციის შესახებ კანონის 31-ე მუხლის თანახმად, პოლიციას აქვს უფლება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუკი საფრთხე ემუქრება საზოგადოების წევრის, პოლიციელის და ზოგადად ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, გამოიყენოს სპეციალური საშუალება. სწორედ ამ კანონის დაცვით იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი“, - განაცხადა საბანაძემ. ის კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ამასთან, საბანაძის თქმით, დანაყოფის პირადი შემადგენლობის აღჭურვილობაში არის სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი, რომელიც შეიძლება იქნას გამოყენებული აქციების დროს, თუმცა საბანაძეს არ დაუკონკრეტებია, გამოიყენა თუ არა შსს-მ გუშინდელ აქციაზე აღნიშნული სითხე.
გარდა ამისა, მედიის წარმომადგენლებმა შს მინისტრის მოადგილეს ჰკითხეს, დამიზნებით რატომ ასხამდნენ შსს-ს წარმომადგენლები წყალს აქციის მონაწილეებს, მათ შორის - მედიას.
„წყლის ჭავლი მიმდინარეობდა იქით, საიდანაც მოდიოდა საფრთხე, ხოლო იმის განსაზღვრა, სად იდგა მედია, ვერ მოხდებოდა. ჭავლი გამოყენებული იქნა, იმ პროტესტანტების მიმართ, ვინც ძალადობდა პოლიციელებზე და ცდილობდა უკანონოს შეჭრა ცესკოში“, - განმარტა კახა საბანაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო