ჰერიტიჯის ეკონომიკური თავისუფლების განახლებულ რეიტინგში საქართველო 9 ადგილით, 35-ე პოზიციამდე ჩამოქვეითდა. ქვეყანას 12 კრიტერიუმიდან 8-ში ვარდნა აქვს. მათ შორის ყველაზე დიდი გაუარესება ფისკალური სტაბილურობის მიმართულებითაა.
უფრო კონკრეტულად, წინა ინდექსში საქართველოს ფისკალური სტაბილურობის მიმართულებით 67.1 ქულა ჰქონდა, ხოლო განახლებული ინდექსით საქართველოს ქულა 24.1-ით დაბალია და 43-ს შეადგენს.
დეპუტატ ბექა ლილუაშვილის კითხვაზე თუ რას უკავშირდება ქვეყნის ფისკალური სტაბილურობის ასეთი გაუარესება, ფინანსთა მინისტრი პასუხობს, რომ ეს ამ შეფასების მეთოდოლოგიას უკავშირდება. მისი თქმით, ამ კრიტერიუმის საანგარიშო პერიოდი მათ შორის პანდემიურ 2020 და 2021 წლებს მოიცავდა, ამ პერიოდში კი გაზრდილი იყო როგორც საქართველოს სახელმწიფო ვალი, ასევე ბიუჯეტის დეფიციტი და საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი.
“თუკი გავეცნობით რეიტინგის მეთოდოლოგიას, მარტივია ამაზე პასუხი, თუ რატომ ხდება ეს. მეთოდოლოგიის მიხედვით, რეიტინგის ეს ნაწილი ზომავს არა მიმდინარე წლის შედეგებს, არამედ ზომავს გასული სამი წლის საშუალო შედეგებს. ამ კონკრეტულ შეფასებაში მოქცეული არის 2019-ის; 2020 და 2021 წლების ბიუჯეტის დეფიციტი და მთავრობის ვალი. ასევე მიმდინარე ანგარიშის დეფციტი. როდესაც ვსაუბრობთ, რომ მშპ-ს 60%-ზე მეტი იყო სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებით, როდესაც ვსაუბრობთ, რომ საბიუჯეტო დეფიციტ იყო 9.3% 2020 წელს, ეს იყო ერთ-ერთი ცუდი მაჩვენებელი, რომელიც ქვეყანაში ფისკალური მდგრადობის კუთხით. თუმცა მეორეს მხრივ ჩვენ სახეზე გვაქვს ის შედეგი, რომ მთავრობის 60%-იანი ვალი, უკვე მიმდინარე წელს ვალის ნიშნული ჩამოდის 40%-ზე ქვევით, რაც არის იმაზე უკეთესი, რაც იყო 2019 წელს, ანუ პანდემიამდელ პერიოდში. საბიუჯეტო დეფიციტი, რომელიც 9.3% იყო, შემცირდა 2.8%-მდე და დიდი შანსია, რომ რეალური მაჩვენებელი წელს კიდევ უფრო დაბალი იყოს”- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ფისკალური სტაბილურობის გარდა, საქართველოს შედეგები გაუარესებულია საკუთრების უფლებების, ბიზნესის თავისუფლების, მონეტარული თავისუფლების, კორუფციის პრევენციისა და სასამართლო ეფექტიანობის მიმართულებებით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს