მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაუვიდა ვადა ცე ჰეპატიტის მედიკამენტებს – დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტება

5e198c40ac49a
დავით ჯალაღონია
11.01.20 12:47
3048
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხმაურება, რომლის მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი.

გამყრელიძის განმარტებით, საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ეს 560 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა იყო.

მისივე განმარტებით, ეს არ არის ნახევარი მლრდ ლარის ღირებულების მედიკამენტები, არამედ 2000 კოლოფზეა საუბარი, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით, ორი თვის სამკურნალო დოზაა და დღეს მათი ღირებულება რამდენიმე ასეულჯერ ნაკლებია 2013-2015 წლების ფასებზე, ცე ჰეპატიტის პროგრამის მედიკამენტების გაცილებით ძვირი ღირდა. 

"ჯერ ერთი, ეს ბიუჯეტის ფული არ ყოფილა, ეს გახლავთ დონაცია. ჩვენ ყოველთვიურად ვმკურნალობთ 1000-დან 1200 პაციენტს, ანუ სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გვქონდეს გარკვეული რაოდენობა, რადგან ჩვენ ვცდილობთ, რომ ყოველწიურად ჩართვის მაჩვენებელი ავწიოთ. ვინც გვაკრიტიკებს, მისამართები ვიცი, წამოგვყნენ და ერთად ვიმუშაოთ, რომ 16 000 ადამიანი, რომელიც ვიცით, რომ არის ანტიგენ დადებითი, არ მოდის სამკურნალოდ. იმ ადამიანებმა რომ გადაწყვიტონ მკურნალობაში ჩართვა, მარაგი ხომ უნდა გვქონდეს", – განაცხადა გამყრელიძემ და რამდენიმე მაგალითი მოიყვანა, რაც ქვეყანაში სხვადასხვა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სტრატეგიულ მარაგებს ეხება.

"გველმა რომ დაკბინოს ადამიანი, მას უნდა გაუკეთდეს სპეციფიური შრატი. ჩვენ ყოველწლიურად ვყიდულობთ დაახლოებით 200-300 დოზას გველის შხამის საწინააღმდეგო შრატისა, საიდანაც წლის განმავლობაში დაახლოებით 10-15 გვჭირდება, დანარჩენის კი ჩამოწერა ხდება, მაგრამ ის უნდა გედოს სტრატეგიულ მარაგში, რომ დაგჭირდეს.

მეორე მაგალითი – დიფტერია, ერთ–ერთი ყველაზე სასიკვდილო დაავადება. ყოველწლიურად ვყიდულობთ რამდენიმე ათას შრატს და იქედან შემდეგ ჩამოწერა ხდება, მაგრამ ეს შრატი უნდა გქონდეს, ერთი ავადმყოფიც რომ დაგეღუპოს დიფტერიით, რომ შრატი არ გაუკეთო, ხარ პასუხისმგებელი, ამიტომ ყველგან უნდა იდოს და იმ შრატს ვადა როცა გაუვა, ჩამოწერო. ანუ ეს გახლავთ სტრატეგიული, ე.წ მარაგების არსებობა ქვეყანაში მთელ რიგ დაავადებებთან დაკავშირებით", – განაცხადა გამყრელიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში 2015 წლის აპრილიდან დაიწყო.