მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გახშირდა "ყვითელ დერეფნებში" ტვირთების გადამისამართება - მინისტრის მოადგილის პასუხი

618bc49d00597
ინგა მურუსიძე
10.11.21 17:32
2303
კერძო სექტორს ემოსავლების სამსახურთან შენიშვნები აქვთ. ბიზნესის წარმომადგენლების განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში იმპორტირებული ტვირთები ე.წ. ყვითელ დერეფანში ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ხვდება. დისტრიბუტორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ეს უკვე მავნე პრაქტიკად ჩამოყალიბდა და გაუგებარი მიზეზების გამო კომპანიებს უწევთ, ბიუჯეტში გადასახდელი თანხები დაუყოვნებლივ მოიძიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტვირთს ქვეყანაში ვერ შემოიტანენ.

საქმე ის არის, რომ თუ ტვირთი ყვითელ დერეფანში არ მოხვდა და საბაჟო კონტროლი გაიარა, მის მფლობელს დღგ-ის გადახდა 5 დღის ვადაში შეუძლია.

რატომ გახშირდა ყვითელ დერეფნებში ტვირთების გადამისამართება და რამდენად ადეკვატურია ბიზნესის წუხილი? - ამ კითხვებით bm.ge-მ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილს მიმართა:

„ეს ნამდვილად ვერ იქნება ასე, რადგან წელს გადასახადები მნიშვნელოვანი გადაჭარბებით მოდის. პრობლემა რომც იდგეს, ამის გაკეთება არასწორი იქნებოდა, ამის საჭიროება არც დგას. რაც შეეხება ტვირთების შეფერხებას, მე არ ვარ ინფორმირებული მსგავს საკითხზე“, - განაცხადა მირზა გელაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ მეტი დეტალის გასარკვევად შემოსავლების სამსახურში გადაგვამისამართა.