მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ღირს არაბრედირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი 20-30 თეთრით იაფი?

62136a8fd5603
სალომე მეცხვარიშვილი
21.02.22 23:45
19520
რატომ ღირს არაბრედირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი 20-30 თეთრით იაფი? - აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება “საქმიანი დილას” ეთერში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ბრენდირებულ და არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასების განსხვავებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველი, ეს არის ხარისხი, ასევე განსხვავებული საოპერაციო ხარჯები და რა თქმა უნდა, კონკურენცია.

“სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში შემოტანილ პროდუქტს სხვადასხვა ფასი აქვს. მაგალითად ყველაზე იაფი პროდუქტი შემოდის თურქმენეთიდან. ანალოგიური კატეგორიის საწვავი, რომელიც შემოტანილია მაგალითად რუმინეთიდან ან ბულგარეთიდან, ბევრად ძვირი ღირს. დღეს არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურების უმეტესობა კი, სწორედ თურქმენულ საწვავს ყიდის.

შეიძლება ითქვას, რომ თურქმენეთიდან იმპორტირებული პროდუქტი ხარისხობრივად ახლოსაც ვერ მივა ევროპიდან იმპორტირებულ პროდუქტთან. მაგალითად, ზამთრის პერიოდში, სიცივის დროს თურქმენეთიდან იმპორტირებულ პროდუქტს უჩნდება ხარისხობრივი პრობლემები.

ასევე საოპერაციო ხარჯები: რა თქმა უნდა, მსხვილ კომპანიებს სხვა მოცულობის ხარჯები აქვთ. არის კონკურენციის თემაც. არაბრენდირებულმა ბრენდირებულის ფასად რომ შესთავაზოს საწვავი მომხმარებელს, ეს არ იქნება მათი მხრიდან სწორი ნაბიჯი”,- აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

მისივე თქმით, ამის პარალელურად მსხვილი კომპანიები ლოიალურ მომხმარებელს ფასდაკლების ბარათებს სთავაზობენ და 25-თეთრიანი ფასდაკლებითაც კი აწვდიან საწვავს.