მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ღირს ძვირი ავიაბილეთები? - ნათია თურნავას ახსნა-განმარტება

5f16c4e31e78e
ინგა მურუსიძე
21.07.20 14:45
1214
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე მედიის რამდენიმე კითხვას უპასუხა, რომელთაგან ერთ-ერთი ავიაბილეთების გაძვირების მიზეზებს შეეხებოდა. 

„არის ორი კატეგორიის ფრენა -  ერთი სოციალური, სადაც მთავრობა ასუბსიდირებს ბილეთის ფასს და ამით ეხმარება მოსახლეობას და მეორე - კომერციული ანუ რეგულარული ფრენები. რეგულარულ კომერციულ ფრენას ახორციელებს „ლუფთჰანზა“, ასევე,  „ეარფრანსი“ და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ ფასწარმოქმნას ახდენს თავად კომპანია. „ლუფთჰანზა“ არასოდეს გამოირჩეოდა დაბალბიუჯეტიანი ფრენებით, რადგან ეს არ არის დაბალბიუჯეტიანი კომპანია. გამომდინარე იქიდან, რომ შემოდგომში გაგრძელდება რეგულარული ფრენები, ფასებიც, ალბათ, ძველ ნიშნულებს დაუბრუნდება. ის ინფორმაცია რაც გავრცელდა, რომ თითქოს 7 ათასი ლარი ღირდა ბილეთები, არ მგონია, ზუსტი იყოს, ვერც გამოვრიცხავ ან ვერც დავადასტურებ, რომ 2 აგვისტოს ბიზნეს კლასის ბილეთი ღირდა ძვირი. მე სპეციალურად ამოვიღე ბილეთების ფასების შესახებ ინფორმაცია, რაც ახლა უდევთ. მაგალითად, სექტემბერში ბილეთების ფასი - ორივე გზა - არის 1200 ლარი და ა.შ. ანუ ბუნებრივია, რომ რაც უფრო შორს არის ფრენა, მით უფრო იაფი ღირს ბილეთი. გარდა ამისა, განსხვავებაა კლასებს შორის. ეკონომკლასის ღირებულება ყოველთვის ასეთი იყო და რაიმე სახის არსებითი ცვლილება ამ კუთხით არ მომხდარა“, - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, სხვა ავიაკომპანიებთან, მაგალითად „ეარბალტიკთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დარჩენილია შეთანხმება იმის შესახებ, თუ რამდენჯერ იფრენს კვირაში.

„როცა რომელიმე ავიაკომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკება იმაზე, თუ რამდენჯერ იფრენს კვირაში, ეს არის მოლაპარაკებათა მთელი კომპლექსი. ჩვენი მოქალაქეები გადაგვყავს კარანტინში და ა.შ. ამ ფრენამ უნდა მოიტანოს სიკეთე და არა - რისკი. თითოეულ კომპანიასთან გავდივართ ამ ყველაფერს; როცა „ეარ ბალტიკთან“ დავასრულებთ მოლაპარაკებებს, რიგა-თბილისის მიმართულება აღდგება“, - განაცხადა მინისტრმა.