მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ღირს მედიკამენტები უფრო იაფი თურქეთში, ვიდრე საქართველოში?

603519b9ef5dc
სალომე მეცხვარიშვილი
24.02.21 00:00
1409
რატომ ღირს მედიკამენტები თურქეთში უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში?- bm.ge-ს კითხვას "ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა" ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილი პასუხობს.

მისი განმარტებით, თურქეთის ხელისუფლება მედიკამენტების ფასს ასუბსიდირებს, ამასთან აკრძალული აქვს იმპორტირებული მედიკამენტების ქვეყნის გარეთ ექსპორტი, თუმცა, ზოგიერთი კომპანია ამას ახერხებს, სწორედ ამ გზით ხვდება საქართველოში თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები.

“ეს მედიკამენტი არის ადგილობრივი მოხმარებისთვის. არსებობს სპეციალური რეგულაციაც, რომელიც კრძალავს თურქეთში იმპორტირებული მედიკამენტის სხვა ქვეყანაში გატანას. ცალკეული აფთიაქები და სააფთიაქო ქსელები, მაინც ახერხებენ შეძენას.

ეს მედიკამენტები დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ და იქაური ჯანდაცვის სისტემის მიერ და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომ არის თურქეთში მედიკამენტი უფრო იაფი და არა იმიტომ, რომ საერთაშორისო კომპანიები თურქეთს მედიკამენტებს 2-ჯერ და 3-ჯერ უფრო იაფად აწვდიან, ვიდრე საქართველოს”,- აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.