2020 წლის აპრილში სახელმწიფოს კუთვნილი ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო - ნავთობისა და გაზის კორპორაცია (GOGC) 300 მილიონი ევროს ოდენობის ვალის აღებას გეგმავს. ამ თანხის მოზიდვას კომპანია საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე ობლიგაციების გამოშვებით გეგმავს.
კორპორაციის ინფორმაციით, ახალი სესხის აღების მიზანს, არსებული - $250 მილიონიანი ობლიგაციის სრული გამოსყიდვა წარმოადგენს.
BMG-ის კითხვაზე - თუ რატომ გეგმავს კომპანია იმაზე დიდი მოცულობის ვალის აღებას, ვდრე მას ამჟამად აქვს, კორპორაციაში პასუხობენ, რომ ახალი ვალის მიზანს არსებული ვალის გამოსყიდვასთან ერთად, ახალი - გარდაბანი 3-ის თბოსადგურის მშენებლობისთვის ფინანსების მოზიდვა წარმოადგენს.
რატომ იღებს კორპორაცია 300 მილიონი ევროს ანუ დღევანდელი კურსით ერთ მილიარდ ლარზე მეტის მოცულობის სესხს?
“საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ევროობლიგაციების რეფინანსირებას 2020 წლის აპრილში გეგმავს. ახალი ობლიგაციების გამოშვების შედეგად მოზიდული თანხები (300 მლნ. ევრო, დაახლ. 330 მლნ. აშშ დოლარის ექვივალენტი), ძირითადად მიმართული იქნება 2016 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების გამოსასყიდად (250 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო დარჩენილი თანხა (დაახლ. 70-80 მლნ. აშშ დოლარი) მიმართული იქნება გარდაბანი 3-ის მშენებლობის ნაწილობრივ დასაფინანსებლად (თბოსადგურის მშენებლობის დაფინანსების ძირითადი წყარო იქნება კორპორაციის საოპერაციო მოგება). ობლიგაციის ევროში დენომინირების მიზანშეწონილობას განაპირობებს ევროზე არსებული მნიშვნელოვნად დაბალი საპროცენტო განაკვეთები. აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ კორპორაციას ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია როგორც ინვესტორებთან, ასევე საინვესტიციო ბანკებთან, სადაც გამოიკვეთა მათი პოზიტიური დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. რაც შეეხება მოცულობას, აღნიშნული ზომა ამ ეტაპზე არის ოპტიმალური კორპორაციის საოპერაციო მოგებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე,” - ნათქვამია კორპორაციის პასუხში.
ნავთობისა და გაზის კორპორაციამ $250 მილიონის მოცულობის ობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველად 2012 წელს განათავსა; 2016 წლის აპრილში კი, კორპორაციამ ამ სესხის ახალი, ასევე $250 მილიონიანი სესხით რეფინანსირება მოახდინა.
საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციამ 2019 წლის ბოლოს გარდაბნის თბოსადგურის მეორე ბლოკის მშენებლობა დაასრულა. 230-მეგავატიანი თბოსადგური სატესტო რეჟიმში უკვე გაეშვა და სახელმწიფო ელექტროსისტემას ელექტროენერგიაც მიაწოდა. GOGC-ის ინფორმაციით, მომავალში გარდაბანი3-ის კომბინირებული ციკლის თბოსადგურზეც დაიწყება მუშაობა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კორპორაცია 2019 წელს "მნიშვნელოვანი მოგებით" ასრულებს. ამ დროისთვის კორპორაციის ვებგვერდზე 2019 წლის შუალედური შედეგები არის გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც, კორპორაციის შემოსავალი წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში - 433.8 მილიონი ლარი, პერიოდის წმინდა მოგება კი, 32.2 მილიონი ლარი იყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის