„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო წერილი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ Pfizer-ის ვაქცინის შემოტანის გეგმები შეიცვალა და კომპანიამ საქართველოს მთავრობას ახალი მოთხოვნები წაუყენა. ამიტომაც, შესაძლოა ამ კომპანიის კოვიდ-ვაქცინების შემოტანის ვადამ სამი კვირით გადაიწიოს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, უახლოეს დღეებში დაზუსტდება რა არის Pfizer-ის ახალი მოთხოვნები.
„Pfizer-ის პირვანდელი შემოთავაზება იყო, რომ თებერვლის ბოლომდე უნდა დაეწყოთ ვაქცინაციის განაწილება იმ დოზების მიხედვით, რაც შეთანხმდა COVAX-ის პლატფორმასთან. თუმცა, დამატებითი პირობების დაყენების შემდეგ ჩვენ ჯერჯერობით მათგან კონკრეტული თარიღი, თუ როდის მოხდება ვაქცინის მოწოდება, არ გვაქვს. ამ კვირაში დაინიშნა კონსულტაციები და ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება ზუსტი ინფორმაცია, თუ რას და როდის უნდა ველოდოთ Pfizer-ისგან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის თქმით, შესაძლოა Pfizer-ზე ადრე ქვეყანაში შემოვიდეს AstraZeneca-ს ვაქცინა, ვინაიდან სწორედ ამ უკანასკნელის შემოტანა იგეგმება მარტის დასაწყისში.
ცნობისთვის, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამ დრომდე აცხადებდნენ, საქართველოში ვაქცინის შემოტანა თებერვლის ბოლო კვირაში უნდა დაწყებულიყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი