მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ირჩევენ თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები ელექტრონული მოწყობილობების წარმოებას?

5f0c47366726d
BM.GE
13.07.20 15:33
1281

„2022 წლისთვის სიგარეტის ალტერნატიულ პროდუქტთა წილი ბაზარზე 20.3%-ს გაუტოლდება და მისი ღირებულება $29.39 მილიარდი იქნება“, -ვარაუდობს ბიზნესის კვლევის საერთაშორისო კომპანია (TBRC), რომელიც თამბაქოს გლობალურ ბაზარზე მიმდინარე ტენდენციით დაინტერესდა.

გაზრდილი რეგულაციებისა და ტრადიციული სიგარეტის ბაზრის მუდმივი შემცირება თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებს ახალი ალტერნატივების ძიებისკენ უბიძგებს. სწორედ ამიტომ, მათ შექმნეს„შემდეგი თაობის პროდუქტები“, რომლებიც აერთიანებს სნუსს, ელექტრონულ სიგარეტებსა და გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობებს.

Euromonitor International-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახნად, გლობალურ ბაზარზე ელექტრონული სიგარეტების რეალიზაციის მოცულობა 2014 წლიდან 2018 წლამდე 7.8 მილიარდი ამერიკული დოლარით გაიზარდა და 15.6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„2016-2019 წლებშიიაპონიაშიჩვეულებრივ სიგარეტზე მოთხოვნა 5-ჯერ შემცირდა, ამის მიზეზს კი მომხმარებლის მხრიდან მოწევის ალტერნატიულ საშუალებაზე გადასვლა წარმოადგენს,"- ვკითხულობთ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალშიგამოქვეყნებულ სტატიაში.

მოთხოვნის ვარდნის მიზეზად მეცნიერები იაპონიის ბაზარზე ჩვეულებრივი სიგარეტის ალტერნატივის - გახურებადი თამბაქოს პროდუქტების: IQOS-ის, GLO-სა და Ploom Tech-ის გამოჩენას ასახელებენ.

2019 წელს ბრიტანულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულ კვლევის თანახმად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იაპონიაში ტრადიციული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა კლებას გააგრძელებს, რადგან მოსახლეობა ჩვეულებრივ სიგარეტს თამბაქოს ნაკლები რისკის შემცველი პროდუქტით ჩაანაცვლებს.

ტრადიციულ სიგარეტზე მოთხოვნის შემცირების მსგავსი ტენდენცია შეინიშნება აშშ-სა და ევროპის ქვეყნებშიც, სადაც მოწევის ალტერნატიულ მოწყობილობებზე მოთხოვნა გამუდმებითიზრდება.

მარკეტინგული კვლევების თანახმად, იაპონია ალტერნატიულ სიგარეტებზე მოთხოვნის კუთხით ლიდერობს. 2018 წელს მსოფლიოში გასახურებელი მოწყობილობის გაყიდვების 85% იაპონიის ბაზარზე მოდიოდა.

აშშ-ის სამხრეთ კაროლინისა და ოტავის უნივერსიტეტების მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, - „გახურებადი თამბაქოს პროდუქტები სიგარეტის გლობალური ბაზრის რეფორმირების შესაძლებლობას წარმოადგენენ.”

თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი კომპანია „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ განცხადებით, ორგანიზაციის მიზანს „სიგარეტის კვამლისგან თავისუფალი მომავლის“ შექმნა წარმოადგენს. ამ პროცესში კი იმ მწეველებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ახრეხრებენ ჩვეულებრივი სიგარეტისთვის თავის დანებებას, მათთვის ნაკლები რისკის შემცველი ალტერნატივების შეთავაზებით თამბაქოს ზიანის შემცირება არის შესაძლებელი.

თუმცა, თამბაქოს ინდუსტრიის მკლვევარი ორგანიზაციის,Tobacco Tactics-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულისტატიის თანახმად, შესაძლებელია, რომ თამბაქოს გიგანტების მხრიდან „შემდეგი თაობის“ მოწყობილობების პოპულარიზაციის მიზანი ჯანმოს მიერ დაწესებული აკრძალვებისთვის თავის დაღწევა და პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნება იყოს. მათივემოსაზრების თანახმად, ელექტრონული სიგარეტები თამბაქოს მწარმოებელთათვის მხოლოდ მცირე პროცენტული მაჩვენებლის მქონე პროდუქტია და თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები ინვესტორებს არწმუნებენ, რომ თამბაქოს ბიზნესში ტრადიციული სიგარეტი კვლავ ცენტრალურ ნაწილს იკავებს და ასე იქნება რამდენიმე ათეული წელი. სტატიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რა არის „შემდეგი თაობის მოწყობილობების“ შექმნის მთავარი მიზანი, მომხმარებელთა მხრიდან ნაკლები ზიანის მქონე ნიკოტინის შემცველი პროდუქტებისადმი ინტერესი მუდმივად იზრდება.

საერთაშორისო ბაზრის მონიტორინგის კომპანიის,Marketwatch-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2024 წლისთვის ელექტრონული სიგარეტების ბაზრის წილი 2019 წელთან შედარებით 22.1%-ით გაიზრდება და მისი ღირებულება 15.6 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდება.