06.დეკემბერი .2020 13:15

რატომ იწვევს საქართველო ჩინურ კომპანიებს გზების მშენებლობისთვის? - პოლონეთის ელჩი

რატომ იწვევს საქართველო ჩინურ კომპანიებს გზების მშენებლობისთვის? - პოლონეთის ელჩი
views 3116
უკან

"მაინტერესებს, რატომ იწვევს საქართველო აქ ჩინურ კომპანიებს გზების მშენებლობისთვის. ჩვენ ისეთი გვირაბების მშენებლობა შეგვიძლია, რომლებიც ჩინურზე უკეთესია," - ამის შესახებ პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა BMG-ისა და Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთს მაგისტრალებისა და გზების მშენებლობის კუთხით ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, - „ბოლო წლებში ჩვენ ამ სექტორს პოლონეთში ძალიან სწრაფად ვავითარებთ. გადავწყვიტეთ, რომ კონცენტრირება გავაკეთოთ მაგისტრალების მშენებლობაზე ქვეყანაში. როგორც იცით, პოლონეთი ევროპის შუაგულია, ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, გქონდეს სწრაფი კორიდორი აღმოსავლეთიდან დასავლეთით და სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით. ამ სექტორში ძალიან ბევრი კომპანია მუშაობს, ამ მიმართულებით ძალიან კარგი სპეციალისტები გავხდით“, - დასძინა პოლონეთის ელჩმა და აღნიშნა, რომ მისთვის გასაკვირია, როდესაც საქართველო ჩინურ კომპანიებს ქირაობს ამ კუთხით.

ხოლო კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ამის მიზეზი იყოს ფასი, პოლონელი დიპლომატი პასუხობს:

„პრობლემა გაცილებით უფრო რთულია. ჩინური კომპანიები გვთავაზობს ყველაზე დაბალ ფასს, და ყველაზე მიმზიდველ პირობებს. ისინი აშენებენ მათი მეთოდით, არ ვამბობ იმას, რომ რაც ჩინურია, ცუდია. თუმცა, ფასი არის უფრო კარგი შეფასების კრიტერიუმი? თანხების უმრავლესობა მოდის ევროკავშირიდან, კონკრეტულად ევროპის საინვესტიციო ბანკიდან, რომლითაც საქართველო სარგებლობს. ჩვენ, ევროკავშირის ელჩების კლუბი საქართველოში, ცოტათი გაოცებულები ვიყავით, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ევროკავშირის თანხებით, საქართველომ ჩინეთთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. რატომ? ჩვენ ძალიან კარგი კომპანიები გვყავს ავსტრიაში, გერმანიაში, პოლონეთში. ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მაღალი ხარისხი საიმედო ფასად,"- ამბობს დიპლომატი. 

ევროპული საფინანსო ინსტიტუტები, მათ შორის EIB-დან და EBRD-ი საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურის დაფინანსების მსხვილი დონორები არიან, რომელთა დაფინანსებითაც საგზაო მაგისტრალები შენდება.

ინტერვიუ პოლონეთის ელჩთან:

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა