მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იზრდება საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი - ნავთობიმპორტიორთა ასოციაცია

61654ee65f5ee
ვიქტორია მღებრიშვილი
12.10.21 13:03
825
საერთაშორისო სანავთობო ბირჟებზე ბოლო პერიოდში მსოფლიოში ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად იზრდება - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნავთობის გაძვირების მიზეზებს განმარტავს.

მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან დღემდე ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe-ის სანავთობო ბირჟაზე ბარელზე 10.71 დოლარით ანუ 14.7%-ით გაიზარდა და დღეისათვის 83.65 დოლარს შეადგენს, რაც 2018 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟაზე - York Mercantile Exchange-ზე 1 სექტემბრიდან დღემდე ნავთობის ფასი 11.93 დოლარით ანუ 17.4%-ით გაიზარდა და დღეისათვის ბარელზე 80.52 დოლარს შეადგენს, რაც 2013 წლის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია.

„ნავთობის ფასის ზრდა ნავთობზე არსებული მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსითაა განპირობებული. კერძოდ, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ნავთობზე მოთხოვნილება მისი მიწოდების დეფიციტის პირობებში. რაც შეეხება ნავთობზე დეფიციტს, მას ნავთობის მოპოვების კვოტირების საკითხთან დაკავშირებით „ოპეკი +“-ის მიერ წარმოებული პოლიტიკა განაპირობებს.

კერძოდ, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე ნავთობის ყოველთვიური მოპოვების (400 ათასი ბარელით/დღე-ღამეში) გაზრდასთან დაკავშირებით ადრე მიღებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

ნავთობის მოთხოვნილების ზრდას, თავის მხრივ, მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესი და ნაწილობრივ ბუნებრივ აირზე არსებული რეკორდულად მაღალი ფასები განაპირობებს, რაც ბუნებრივი აირის მომხმარებელს ალტერნატიული საწვავის მოხმარებაზე გადასვლას აიძულებს“, - განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.