მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ლიზინგი? - "საქართველოს სალიზინგო კომპანიის" რჩევები მომხმარებლებს

5e0737e66508b
BM.GE
26.12.19 18:00
1815
წელს პირველად, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის დაჯილდოება შედგა, რომელიც მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის მიერ განხორციელდა. „საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს” 3 მფლობელი, 16 ნომინანტიდან 3 კატეგორიაში, სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია.

პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული „საქართველოს სალიზინგო კომპანიაა”. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ჯღარკავა აღნიშნავს, რომ სალიზინგო კომპანიისთვის ამ ჯილდოს მიღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს:

„ჩვენი კომპანიისთვის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია და მათ შორის, ფინანსურ ანგარიშგებაში. ეს ჯილდო იყო დასტური იმის, რომ ხარისხიანად შესრულებული საქმე, მძაფრი კონკურენციის პირობებშიც კი, გამორჩეული და შემსამჩნევი ხდება. აქ ნომინირებულნი იყვნენ მცირე და საშუალო ზომის კომპანიები, სადაც დაახლოებით, 500 თანამშრომელია დასაქმებული და ესენი არიან კომპანიები, რომლებიც დაშვებულნი არიან საქართველოს საფონდო ბირჟაზე და გამოშვებული აქვთ სავალო ფასიანი ქაღალდები (ბონდები).

ჩვენ ამ მხრივ ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს, ბონდების რამდენიმე ემისია გვაქვს გაკეთებული ბოლო 5 წელიწადში. სწორედ ეს იყო ამ სიაში მოხვედრის მიზეზიც“, - აცხადებს გიორგი ჯღარკავა.

რაც შეეხება კომპანიას და მის ისტორიას, მისი განცხადებით, კომპანია 2001 წელს შეიქმნა და ისინი იყვნენ პირველები, ვინც საქართველოში ლიზინგი შესთავაზა მომხმარებლებს.

„დღეს უკვე ვემსახურებით როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს და ვთავაზობთ მათ მოძრავი ქონების შეძენის უმარტივეს გზებს. თუ მომხმარებელს სჭირდება სამშენებლო ტექნიკის, მანქანა-დანადგარების, კომერციული ან მსუბუქი ავტომობილების შეძენა, ამ დროს ლიზინგი ერთ-ერთი ძალიან მარტივი და სწრაფი გამოსავალია.

ვცდილობთ, რომ ჩვენი ყველა პროდუქტი და მომსახურეობა იმ იდეით შევქმნათ, რომ ის იყოს სწრაფი, ხელმისაწვდომი და მარტივი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ლიზინგით სარგებლობისთის არ არის საჭირო დამატებით უძრავი ქონების, მიწის, ბინის ან ოფისის იპოთეკით დატვირთვა; ლიზინგის სარგებლობა კი მომხმარებელს, განაცხადის შევსებიდან, მხოლოდ 2 დღეში შეუძლია“, - განაცხადა გიორგი ჯღარკავამ.

კომპანიის ფინანსური დირექტორის ნესტან მიქელაძის განცხადებით კი, კომპანიის ინვესტორების დიდი ნაწილი უცხოელი ინვესტორები არიან, რაც კომპანიისადმი მაღალ ნდობაზე მეტყველებს და ამის დადასტურებას მიღებული ჯილდო კიდევ უფრო უწყობს ხელს.

რაც შეეხება პარტნიორებს, „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ განთავსების აგენტს ბონდების გამოშვებაში საინვესტიციო ბანკი „Galt & Taggart“ წარმოადგენს.

ფინანსური დირექტორი საქართველოს ბაზარზე საინვესტიციო ბანკების გამოჩენაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა კომპანიებისთვის, რომლებსაც ალტერნატიული დაფინანსების მოზიდვა და წინსვლა სურთ. „კომპანიებმა, რომლებსაც უნდათ წინსვლა და ზრდა, უნდა იცოდნენ, რომ ქართულ ბაზარზე არსებობენ საინვესტიციო ბანკები, რომლებიც დაეხმარებიან მათ სასურველი ფინანსური რესურსის მოზიდვაში“, - განაცხადა ნესტან მიქელაძემ.

„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო“ წლიური ანგარიშგების წარმოების ახალი კულტურის მხარდამჭერი პირველი ჯილდოა და ის საქართველოს საფონდო ბირჟაზე, სავაჭრო სისტემაში, დაშვებულ კომპანიებს შორის, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით წარმოებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგების წარმდგენ კომპანიებს გადაეცემათ.