მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მცირდება C ჰეპატიტის და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამების ბიუჯეტი

5d94cee99503a
თათია ჩაფიჩაძე
02.10.19 23:00
1471
C ჰეპატიტის პროგრამის ბიუჯეტი 4 მლნ-ით მცირდება. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ამ მიზნით 7 მლნ ლარი გამოიყოფა.

განახევრდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მოცულობაც, რომლისთვისაც 2020 წელს 10 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური აცხადებს, რომ ჰეპატიტის მკურნალობისთის საჭირო ბიუჯეტის შემცირება სისტემის დახვეწის ხარჯზე მოხდა, მედიკამენტებისთვის თანხების შემცირება კი წამლების მარაგების არსებობით აიხსნება.

„სამეცნიერო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ცე ჰეპატიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა შეიცვალა ეპკლუსას რეჟიმით, რომელიც მოქმედებს ყველა გენოტიპზე, ასე რომ საწყის ეტაპზე გენოტიპის კვლევა აღარ იქნება საჭირო. ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ცე ჰეპატიტის მკურნალობა განხორციელდეს პირველადი ჯანდაცვის დონეზეც, შესაბამისად ამ ყველაფერმა ხარჯებიც შეამცირა და მივიღეთ ის ბიუჯეტი, რაც რეალურად გვჭირდება 2020 წელს.

რაც შეეხება მედიკამენტების პროგრამას, 2018 წელს სამინისტრომ უზურნველყო 8 მლნ-ის შესყიდვების განხორციელება, რის შედეგადაც მიმდინარე წელსაც გადმოგვყვა წამლების მარაგი. წელსაც რაღაც ნაბიჯები უნდა გადავდგათ ამ კუთხით და მომავალი წლისთვის რომ გადავხედეთ 10 მლნზე მეტი აღარ დაგვჭირდებოდა“ - განაცხადა წოწოკოლაურმა.