მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მცირდება FDI უძრავი ქონების სექტორში?

5dee699fd1f99
დავით ჯალაღონია
09.12.19 22:01
1096
მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი უძრავი ქონების სექტორში მაღალი საინვესტიციო აქტივობის წინაპირობებს ვერ ხედავს. ამის შესახებ მან BM.GE-სთან უძრავი ქონების მიმართულებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, 2019 წლის დასაწყისში საბანკო რეგულაციების შემოღებამ სწორედ ის შედეგები გამოიღო, რასაც დარგის წარმომადგენლები ვარაუდობდნენ.

„რაღაც მოლოდინისთვის, რომ ვითარება გამოსწორდება, შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მე ამ ნაბიჯებს ვერ ვხედავ, რადგან ნებისმიერი ბიზნესის განვითარებისთვის ერთდაერთი სტიმული რეგულაციებისა და გადასახადებების შემცირებაა. სხვა კაცობრიობას ჯერ არაფერი გამოუგონია.

ჩვენთან ეს ორივე იზრდება. რაღაც მონაცემი ხომ უნდა იყოს, რომელიც კარგ ნიადაგს შეუქმნის ბიზნესის განვითარებას, მათ შორის - დეველოპერული უძრავი ქონების ბიზნესს. მე ვერ ვხედავ იმ ნაბიჯებს, რომელიც ამ მიმართულებით არის გადადგმული“, - განაცხადა როსტომაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უძრავი ქონების სექტორში რეგულაციების შემცირების კუთხით, პრემიერ-მინისტრის იმედი აქვს.

„მე მახსოვს, გიორგი გახარია იყო ძალიან განწყობილი, რომ ცვლილებები ყოფილიყო და ის ამ სფეროს ძალიან კარგად იცნობს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს“, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში უძრავი ქონების სექტორში 30.1 მლნ აშშ დოლარის მოცულობის FDI დაფიქსირდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდზე 38%-ით ნაკლებია.