09.სექტემბერი .2019 15:02

რატომ მიდის ხაზარაძე პოლიტიკაში?-ბიზნესმენის განმარტება

views 743
უკან

თიბისი ჯგუფის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პოლიტიკური მოძრაობის შექმნის გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო მიიღო.

ხაზარაზემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ შემქნილ ვითარებაში ბიზნესის განვითარების შანსები მინიმუმამდე მცირდება.

„რატომ? ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც მეც ბევრჯერ დავუსვი ჩემს თავს. იმიტომ რომ ბიზნესიც ვეღარ განვითარდება იმ მდგომარეობაში და არ ვითარდება. 54 % როცა აღარ შემოდის ქვეყანაში ინვესტიცია და როდესაც ამხელა მნიშვნელობის პროექტს წინააღმდეგობა აქვს, ასეთ ვითარებაში მე უბრალოდ გამოვედი კომფორტის ზონიდან, რომელშიც ვიყავი, იმ საქმიდან რომელიც მიყვარდა, ვაფუძნებდი კომპანიებს, ვქნიდი სამუშაო ადგილებს.

ახლა იმიტომ, რომ ქვყანა ჩიხში შედის. ვინმეს არ ეგონოს, რომ ია-ვარდით მოფენილ გზაზე გამოვედი, გამოვედი იმ საქმიდან, რომელსაც 29 წელი მივუძღვენი და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩემი აქ ყოფნა იმუნიტეტის შემიქნის, არა, არაფერი, პირიქით მე აქ იმიტომ გამოვედი, რომ კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვთქვა, რომ ჩვენ ვართ მართლები და თავის მართლებასაც არ ვაპირებ.

პროცესს წაიყვანენ ადვოკატები და ჩვენ სხვა თემებზე ვისაუბრებთ იმაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აინტერესებს“ - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობასთან ერთად პოლიტიკურ პარტიასაც აფუძნებს. 

ხაზარაძე ამბობს, რომ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია უახლოეს პერიოდში გაიმართება და დაანონსდება ასევე პარტიის დაფუძნების დროც.

"მომდევნო ორ დღეში გამოვაცხადებთ ჩვენი დაფუძნების თარიღსა და ადგილმდებარეობას. უპირველეს ყოვლისა დავაფუძნებთ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც დავაანონსეთ. ასევე შეგატყობინებთ თუ როდის დაფუძნდება პოლიტიკური პარტია. ეს ალბათ იქნება ასევე უახლოეს ხანში“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა