25.თებერვალი .2021 17:04

რატომ მიიღეს ჩვენზე დაბალგანვითარებულმა ქვეყნებმა ვაქცინა ჩვენზე ადრე? - იმნაძის განმარტება

რატომ მიიღეს ჩვენზე დაბალგანვითარებულმა ქვეყნებმა ვაქცინა ჩვენზე ადრე? - იმნაძის განმარტება
views 8262
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველომ ვაქცინა სხვა ბევრ ქვეყანაზე ადრე ნაწილობრივ იმიტომაც ვერ მიიღო, რომ თავისი ვაქცინის ღირებულებას თავადვე ფარავს.

იმნაძე კრიტიკოსებს პასუხობს და ამბობს, რომ მსოფლიოში დღეს ხდება ის, რომ ვაქცინა არ ყოფნის თავად იმ ქვეყნებს, რომლებიც თავად აწარმოებენ მას.

„კოვაქსი ძალიან კარგი პლატფორმაა და თანხაც გადახდილი გვაქვს, თუმცა მწარმოებლებთანაც გვაქვს კომუნიკაცია. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მიიღო ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე ვაქცინა და ჩვენ არა, ამაზე ერთი პასუხია - ამ შემთხვევაში იმან, რომ დაბალშემოსავლიან ქვეყანად აღარ ვითვლებით, ცუდი როლი ითამაშა, რადგან არიან ქვეყნები, რომლებიც ჩვენზე დაბალშემოსავლიანად ითვლებიან და კოვაქსი თავისი ხარჯით აწვდის ვაქცინას, მათ ჩვენზე ადრე მისცეს დოზები. ასეთი არის რამდენიმე ქვეყანა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ "მაესტროს" ეთერში.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ჯერჯერობით „კოვაქსიდან“ არ არის დასტური, როდის შემოვა ვაქცინა. „იყო დასტური, რომ ვაქცინა იქნებოდა თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში მეორე პარტია, თუმცა ახლა ასეთი შედეგი გვაქვს. პირდაპირ მწარმოებელთან გვაქვს უკვე კონტრაქტზე ხელმოწერილი და ველოდებით საბოლოო დასტურს, რომ ვაქცინა მათგან მივიღოთ“, - განაცხადა იმნაძემ.

მისი ინფორმაციით, პირველ რიგში ქვეყანა დადაასტურებულად მიიღებს „ასტრაზენეკას“, არა კოვაქსიდან, არამედ პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეძენილს.

„ეს უფრო რეალური ჩანს. „კოვაქსი“ დააკმაყოფილებს ქვეყნების მოთხოვნებს, თუმცა ალბათ ჯერ ვერა. მაგრამ მთავარია ვაქცინაციის დასრულება და არა დაწყება. ევროკავშირში ვაქცინაცია დაწყებულია, თუმცა მოცულია მოსახლეობის 4% და ეს არაფერს ნიშნავს, ყველაზე უკეთესი ვითარება აქვს ისრაელს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ბევრი სპეკულაციაა ამაზე, რომ ისრაელმა და ბევრმა მდიდარმა ქვეყანამ მოსახლეობაზე ორჯერ და სამჯერ მეტი დოზა ვაქცინა შეუკვეთა.

„ქვეყნებმა ასეულობით მილიონი დოლარი მისცეს გასულ წელს ვაქცინების მწარმოებლებს, რომ როცა ვაქცინა ექნებოდათ, პირველი მათთვის მიეცათ. ძალიან მდიდარი უნდა იყო, რომ ასე, კაზინოს პრინციპით გადაიხადო თანხები. საქართველოს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ასე გადაეხადა ბევრი ფული, ამიტომ შევიტანეთ თანხა კოვაქს-პლატფორმაზე“, - განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა