მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მიიღო მმართველმა გუნდმა „აგენტების შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება? - განმარტება

6409be648e0b6
ვიქტორია მღებრიშვილი
09.03.23 15:12
1167
„ქართული ოცნების“ ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „აგენტების შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი საპროტესტო აქციებზე გამოსული მოქალაქეების უსაფრთხოება იყო. ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მთავარი ამოსავალი წერტილი, რაც ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად ედო, იყო ის, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენეთ თუნდაც ერთი ადამიანის, ერთი იქ მყოფი ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ჩვენ პირველი რიგის ამოცანად დავისახეთ, რომ გვერდზე გადავდეთ ყველაფერი და ეს იყო მთავარი წითელი ხაზი, მთავარი წყალგამყოფი, რის გამოც ჩვენ არ გავრისკეთ ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მდინარაძის განცხადებით, კანონპროექტების გამოხმობის შესახებ ვენეციის კომისიაშიც გაგზავნიან წერილს.