მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მიმართავს სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს უფრო აქტიურად? - სებ-ის პრეზიდენტის განმარტება

5f2a8d0b9cb6a
ვიქტორია მღებრიშვილი
05.08.20 17:17
929
„როგორც ადრე განგვიცხადებია, ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს უფრო აქტიურად მიმართავს, რადგანაც სიტუაცია, რომელიც მსოფლიოშია შექმნილი ისევე როგორც საქართველოში, რეგიონში აბსოლუტურად არაორდინალურია“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სებ-ის მიერ სავალუტო ინტერვენციების გააქტიურების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც ადრე იყო მიღებული, იყო იმ ვითარების და სიტუაციის შესაბამისი, რომელიც ხდებოდა და ასევე მოიქცეოდა ეროვნული ბანკი წელს, რომ არ ყოფილიყო ასეთი შოკი. ეს წელი ეკონომიკისთვის იქნებოდა ძალიან კარგი, ასევე მარეგულირებელი სავალუტო რეზერვების დაგროვებას კვლავ განაგრძობდა. კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ამიტომ ამ მხრივ კონცეფტუალური ცვლილებები ნამდვილად არ მოხდება.
 
სებ-ის პრეზიდენტმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ცენტრალურ ბანკს ამ მიმართულებით გააქტიურება მოუწია და განაცხადა, რომ ამით მარეგულირებელი სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის არსებულ დისბალანსს ავსებს.

„ჩვენ თუ შევხედავთ ბალანს კერძო სექტორსა და სახელმწიფო სექტორს შორის სავალუტო რესურსების შემოდინების თავსაზრისით არის სხვა მდგომარეობა, მანამდე არსებულისგან განსხვავებით. წელს კერძო სექტორში გვაქვს საგარეო უარყოფითი სალდო, მაგრამ ამავდროულად სახელმწიფოს დადებითი სალდო აქვს და ეს ადვილი ასახსნელია, რადგან ეკონომიკა პანდემიის გამო არის რეცესიაში და ის ვერ აგენერირებს სავალუტო ნაკადების შემოსვლას; მეორე მხრივ ხელისუფლებამ და ეკონომიკურმა გუნდმა მოიზიდა საკმაოდ დიდი დაფინანსება და დახმარება, რომლის დიდი ნაწილი შემოდის ზუსტად სახელმწიფო სექტორიდან, ბიუჯეტიდან იქიდან ხდება დახარჯვა. მაგრამ უცხოური ვალუტი სრული მოცულობა ვერ ხვდება სავალუტო ბაზარზე. ისინი ხვდება ეროვნული ბანკის რეზერვებში: ეს არის სხვადასხვა გრანტები, ფინანსური ინსტიტუტებიდან მიღებული სესხები... და ამ კუთხით ეროვნულ ბანკს განსაკუთრებული როლი ენიჭება. იმ საგარეო ფინანსური მხარდაჭერის მიწოდებას სავალუტო ბაზრისთვის ეროვნული ბანკი ახორციელებს.

დიდ სურათს რომ შევხედოთ კერძო სექტორს აქვს სავალუტო შემოდინებების უარყოფითი ბალანსი, სახელმწიფოს აქვს დადებითი და იმისთვის, რომ ამის დაბალანსება მოხდეს, ამას ვაკეთებთ ახლა ჩვენ“, - განმარტა კობა გვენეტაძე.

ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანაში შემქნილი მდგომარეობაც გაიხსენა და განმარტა, რომ ანალოგიური მიდგომა იყო 2009-2010 წლებშიც.

„ამის ანალოგია გვქონდა 2009 წელს, მაშინაც სახელმწიფომ რუსეთთან ომის შემდეგ საკმაოდ დიდი დახმარება და უცხოური შემოდინებები მიიღო, რომელიც შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ბაზარზს ინტერვენციების საშუალებით მიაწოდა. ჩემი ინფორმაციით, ბიუჯეტისი გაზრდილი დეფიციტი ფინანსდებოდა საგარეო ვალდებულებების აღებით. 2009-2010 წლებში ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით 400 მლნ დოლარი მიაწოდა სავალუტო ბაზარს ინტერვენციების სახით. მაშინდელი ბაზრისთვის ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო.

დღეს სავალუტო ბაზარიც და ბიუჯეტის მიღებული დახმარებაც გაცილებით დიდია და ამიტომ ინტერვენციებსაც უფრო მეტს ვახორციელებთ. ეს არის ახსნა იმ მიდგომის, რაც დღეს გვაქვს და არა რაიმე კონცეპტუალური ცვლილება ამ მიმართულებით. ჩვენ შევხედავთ რამდენი ხანი გაგრძელდება ეს სიტუაცია და ჩვენი ნაბიჯები როგორც მონეტარული პოლიტიკის, ისე ფინანსურის სისტემის რეგულირებასთან დაკავშირებით, იქნება იმ დროის და სიტუაციის შესაბამისი, რომელიც ჩვენ გვექნება ეკონომიკაში“, - განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.