მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მოიმატა გამოჯანმრთელებულების მაჩვენებელმა ნახტომისებურად? - სამინისტრო

5f7444bf0a1a6
ინგა მურუსიძე
30.09.20 12:36
2402
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, დღეიდან, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების პროტოკოლი შეიცვალა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც შესაბამისად გაიზარდა.

მან უპასუხა ჟურნალისტების შესაბამის კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ერთ დღეში 796-მდე.

„დადასტურებული შემთხვევები ძალიან მაღალი იყო და შესაბამისად, მოიმატა გამოჯანმრთელებულების რიცხვმაც. გამოჯანმრთელების ახალი კრიტერიუმები ამოქმედდა დღეს დილიდან - თუ პირი 10 დღის გასვლის შემდეგ უსიმპტომოა, ითვლება გამოჯანმრთელებულად. ამრიგად, საქმე გვაქვს გამოჯანმრთელების სტატუსის მინიჭების წესის შეცვლასთან. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ასევე შენარჩუნდება განმოჯანმრთელებულების მაღალი რაოდენობა, რადგან გასული 12 დღის განმავლობაში ბევრი იყო ინფიცირებულების რიცხვი. როგორც კი დაიკლებს ინფიცირებულთა რიცხვი, გამოჯანმრთელებულების ოდენობაც დაიკლებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, თამარ გაბუნია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილესთან, პაატა იმნაძესთან ერთად აჭარაში იმყოფება.