15.სექტემბერი .2020 21:53

რატომ მოხდა ლონდონის საფონდო ბირჟიდან "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" დელისტინგი

views 1171
უკან

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" ხელმძღვანელი ლონდონის საფონდო ბირჟიდან მოხსნას პანდემიითა და მაკროეკონომიკური ცვილებებით ხსნის. ნიკა გამყრელიძის განცხადებთ, ამ მიზეზით აქციების ღირებულება ბოლო 1 წლიან პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა.

„ჩვენი მხრიდან ეს იყო აბსოლუტურად ტექნიკური გადაწყვეტილება, პანდემიის და ზოგადად მაკროეკონომიკური ცვლილებების გამო, ქართულ საჯარო კომპანიებზე მოხდა ფასების მნიშვნელოვანი ვარდნა. არის ორი ბანკი, იყო ასევე საქართველოს კაპიტალი და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი. საქართველოს კაპიტალი და ჯანდაცვის ჯგუფი ისე როგორც ორი ბანკი, მნიშვნელოვნად დაპატარავდა საბაზრო კაპიტალიზაციის მხრივ. რაც უფრო პატარავდები, შენი დღიური ვაჭრობა მცირდება, რაც უკვე პრობლემა ხდება ჩვენთვის როგორც საჯარო კომპანიისთვის.

ჩვენი იდეა იყო რომ შეგვერწყა ეს ორი კომპანია - კაპიტალი და ჯანდაცვის ჯგუფი, მითუმეტეს საქართველოს კაპიტალი ნაწილობრივ ფლობდა ჯანდაცვის ჯგუფს და მიგვეღო ერთი დიდი კომპანია, რაც მივიღეთ და რომელსაც უფრო მეტი დღიური ვაჭრობა აქვს ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ეს იყო ერთადერთი მიზეზი არაფერი სხვა ფუნდამეტური მიზეზი ამ გადაწყვეტილების არ გვქონია.“ - განაცხდა bm.ge-თან საუბრისას გამყრელიძემ.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა" ლონდონის საფონდო ბირჟიდან მოხსნის გადაწყვეტილება 8 ივლისს მიიღო, თუმცა ძალაში 2020 წლის 5 აგვისტოს შევიდა. GHG კერძო კომპანია გახდა და მისი აქციები Georgia Capital-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო.

ინფორმაციისთვის, კომპანია „ლონდონის საფონდო ბირჟაზე“ 2015 წელს პრემიუმ კატეგორიაში დაილისტა და მასში „ევექსი", „იმედი L”, ასევე ფარმაცევტული კომპანიებია გაერთიანებული. 2020 წლის 31 ივლისის მონაცემებით, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 87 მილიონი ფუნტი სტერლინგი იყო. ბოლო 1 წელიწადში კი კომპანიის აქციები 70.3%-ით გაუფასურდა.