მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მყარდება ლარი? - სოსო ფხაკაძის პასუხი

5e561d806cd02
ინგა მურუსიძე
26.02.20 11:30
3121
საქართველოში ბოლო წელიწადნახევარი, ორი წლის განმავლობაში არსებობს ძლიერი მაკროეკონომიკური, ფუნდამენტური ფაქტორები  და საგარეო შოკი ასევე მოხსნილია, ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის იმ სიტუაციას, რაც არის დღეს შიდა სავალუტო ბაზარზე, - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის მკვეთრი გამყარების კომენტირებისას განაცხადა.

„ლარის გამყარება ძალიან კარგია. ვფიქრობ, საგარეო შოკები მოხსნილია. ყველაზე მთავარი პრობლემა არის და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ეკონომიკისთვის არის ლარის კურსი და ძალიან დადებითია ის ტენდენცია, რაც შეინიშნება მცირე სავალუტო ბაზარზე. გვინდა, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდეს. ეს არის ქვაკუთხედი იმისთვის, რომ კომპანიების ფინანსური მდგომარეობა გაჯანსაღდეს და ქვეყნის ეკონომიკა გამოსწორდეს, რათა წინ წავიდეთ, უფრო სწრაფი ტემპით. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საქართველოში არსებობს ძლიერი მაკროეკონომიკური, ფუნდამენტური ფაქტორები ბოლო წელიწადნახევარი, ორი წლის განმავლობაში და საგარეო შოკი ასევე მოხსნილია. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის იმ სიტუაციას, რაც არის დღეს შიდა სავალუტო ბაზარზე“, - განაცხადა ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ლარი მკვეთრად გამყარდა.