ლარის გამყარების მიზეზი მოლოდინები და გაურკვევლობაა - მეტი არაფერი - ამის შესახებ bm.ge-ს Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განუცხადა.
საქმე ისაა, რომ დღეს ლარი დოლართან მიმართებით 8 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარი 3.2059-იან ნიშნულზე დაფიქსირდა. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გუშინაც გამყარდა და მისმა ღირებულებამ 3.25 ლარი შეადგინა. გამყარების ტენდენციაა სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც.
„როცა გაცვლითი კურსის გაუფასურება დაიწყო, ხალხმა პანიკურად დაიწყო შესყიდვები, ხოლო როცა წამოვიდა გამყარებისკენ, ხალხმა დაიწყო გაყიდვა - ანუ შეიძლება სპეკულაციას დავაბრალოთ ეს ყველაფერი. ადამიანები ყიდულობენ უცხოურ ვალუტას და მერე როცა ხედავენ, რომ ვალუტა მყარდება - ფიქრობენ, არ წააგონ, ისევ გაყიდონ - ეს ყველაფერი აწვება ვალუტას, მეტი მიზეზი არაფერია“, - ამბობს ქავთარაძე.
ის მიიჩნევს, რომ ლარი 3,1-3,2-ის ფარგლებში იმოძრავებს მეოთხე კვარტალში, ხოლო თუ იქნება გადაცდომები, ისეთივე ქცევები გაგრძელდება, როგორც წინა კვირაშიიყო.
„გადაივლის საარჩევნო პერიოდი, დამშვიდდება პოლიტიკური გარემო, შემდეგ კიდევ საერთაშორისო ჩამორიცხვებია მოსალოდნელი, სებ-ი გააგრძელებს ინტერვენციებს - ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს, რომ ლარმა 3,1-3,2-ის ფარგლებში იმერყეოს“, - ამბობს ქავთარაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის