მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეაჩერა უნგრეთმა არჩევანი ჩინურ და რუსულ ვაქცინაზე? - პრემიერის განმარტება

603f9e5b66ab1
ნათია თაქთაქიშვილი
03.03.21 22:30
973
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა არჩევანი ჩინური Sinopharm-ის და რუსული Sputnik V-ის კოვიდ-ვაქცინაზე შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ უნგრეთი ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ისეთი ვაქცინები აირჩია, რომელბსაც ევროკავშირის წამლის სააგენტოს ავტორიზაცია არ მიუღიათ.

უნგრეთის პრემიერი საკუთარ ქმედებას იმით ხსნის, რომ ქვეყანა „იძულებულია ვაქცინები ეძებოს იქ, სადაც ისინი მოიპოვება და ეს ქვეყნები სწორედ ჩინეთი და რუსეთია, მაშინ როდესაც ევროკავშირი კოვიდ-ვაქცინის მიწოდებას შეფერხებით ახორციელებს. ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს დასავლური და აღმოსავლური ვაქცინა, არსებობს მხოლოდ კარგი ან ცუდი ვაქცინა.

„ჩემი გადმოსახედიდან, ჩინეთმა შესაძლოა მეტი იცოდეს ვირუსის შესახებ, რადგან იქ კოვიდი ყველაზე ადრე დაიწყო. ამ კუთხით თუ შევხედავთ, პირადად მე არჩევანს ჩინურ ვაქცინაზე გავაკეთებ“, - განაცხადა ორბანმა.

აღსანიშნავია, რომ ორბანმა რამოდენიმე დღის წინ სწორედ ჩინური Sinopharm-ის კოვიდ-ვაქცინა გაიკეთა.

ჯამში უნგრეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 19.7 მილიონი დოზა დაარეზერვა, მათ შორის AstraZeneca, Moderna, Pfizer-BioNTech, Janssen და Curevac-ის. ქვეყანა 5 მილიონ კოვიდ-ვაქცინის დოზას მიიღებს ჩინეთისგან, ხოლო 2 მილიონ დოზას - რუსეთისგან.