მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეარჩია მთავრობამ სოციალური დახმარების სამიზნედ ბავშვები და ახალგაზრდები? - განმარტება

5f2bb96b234f8
ვიქტორია მღებრიშვილი
06.08.20 12:06
2075
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკური კრიზისის მესამე ეტაპის პირობებში მთავრობის მხრიდან სოციალური დახმარების პაკეტის შემუშავების დეტალებზე ისაუბრა და განმარტა, რატომ მიიმართა დახმარება ბავშვებსა და ახალგაზრდებზე.

მისი თქმით, ეს არის ყველაზე მოწყვლადი ფენაა, რომელსაც დახმარება ესაჭიროება და ამ დასკვნამდე მინისტრთა კაბინეტი ხანგრძლივი ანალიზის შედეგად მივიდა.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ შევიდვართ გრძელვადიან ეკონომიკურ კრიზისში, ამიტომ მთავრობის პასუხისმგებლობა პირველ რიგში არის დაეხმაროს მოქალაქეებს, იმისთვის, რომ სოციალურად, შედარებით, შევინარჩუნოთ ის მინიმუმი, რომელსაც ეს ოჯახები მიჩვეულები არიან.

ამიტომ ვინ არის ახლა ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები ვინ არიან? - რა თქმა უნდა, ბავშვები და ამიტომ მიზნობრივად უფრო სწორი ჯგუფის ამორჩევა იყო შეუძლებელი.

რა გგონიათ ეს ჩვენ ერთ დღეში გადავწყვიტეთ ან მარტო ჩვენ გადავწყვიტეთ?! ჩვენ ამას სიღმისეულად ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხანგრძლივი დისკუსიების შემდგომ...“, - განმარტა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ იმ მწირი რესურსების გათვლისწინებით, რაც მთავრობას აქვს ამაზე მეტის გაკეთება შეუძლებელი იყო და აღნიშნა, რომ თუ მდგომარეობა ასე გაგრძელდება შესაძლოა 2021 წლის დასაწყისში მთავრობას კვლავ მოუწიო ახალი სოციალური პაკეტის შემუშავება.

„პირველ რიგში იმ მწირი რესურსის გათვლით და სამართლიანი და გონიერი გადანაწილების გზით მივედით იქ, სადაც მივედით და ჩვენ რომ არ გვქონოდა მაგალითად StopCov ფონდი ამას ვერ გავაკეთებდით. ასეთი რაოდენობით ბავშვებს ვერ დავეხმარებოდით.

შესაბამისად ჩვენი ძირითადი ამოცანაა ხალგრძლივი ეკონომიკური კრიზისის პირობებში მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს ოჯახებს საქართველოს მოქალაქეებს, იმისთვის რომ პირველ რიგში სოციალური დონე მოხმარების ბავშვებზე, ახალგაზრდებზე გათლილი როგორმე შევინარჩუნოთ წლის ბოლომდე, მერე მერწმუნეთ, თუ ასე გაგრძელდა მომავალი წლის დასაწყისში კიდევ ერთი სოციალური პაკეტის გამოცხადება მოგვიწევს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.