მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეარჩია Tav Georgia-მ Bene Exclusive-ის ტაქსები აეროპორტში ოპერირებისთვის?

5dda71af61d7e
მარიამ ადამია
24.11.19 16:02
3509

„Bene Exclusive-ი იყო ის კომპანია, რომელმაც დააკმაყოფილა ყველა ის მოთხოვნა და პირობა, რომელიც Tav Georgia-ს ჰქონდა“ - ასე უპასუხა, Tav Georgia-ის გენერალური მენეჯერის მოადგილემ, თეა ზაქარაძემ, BMG-ის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რატომ შეირჩა აეროპორტში ოპერირების მიზნით, Bene Exclusive-ის ტაქსები.

„ვფიქრობთ, რომ Bene Exclusive იქნება ის კომპანია, რომელიც ამ ბიზნესში ახალ სიტყვას იტყვის და ყველა მგზავრს რომელიც საქართველოში ჩამოვა, ან წავა, განსაკუთრებულ კომფორტს შეუქმნის, შესაბამისად მოწესრიგდება ტაქსების ბიზნესი და კმაყოფილი დარჩება მომხმარებელი, რადგან ბოლო პერიოდში, ამ მიმართულებით ბევრი პრობლემა იყო, პრეტენზიები ტასების შესახებ უწყვეტად არსებობდა და მათი რაოდენობა იყო მზარდი, ამიტომაც გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ინტერესთა გამოხატვა, მოვიწვიეთ სხვადასხვა კომპანია და მათგან ავარჩიეთ საუკეთესო - Bene Exclusive-ი“, - აღნიშნა თეა ზაქარაძემ.

მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს გარდა Bene Exclusive-ის უახლესი ტესლას ავტომობილებისა, კარგი იქნება, თუ გადასაადგილებლად გზებიც შეუწყობს ხელს.

„მიმდინარე სამუშაოებს და ჩვენს ინფრასტრუქტურას, ქალაქის განახლებული ინფრასტრუუქტურაც ხელს შეუწყობს, ბევრად უფრო კომფორტული იქნება გადაადგილება დედაქალაქში,“ - აღნიშნა Tav Georgia-ის გენერალური მენეჯერის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს Bene Exclusive-ის ტაქსები 1 ნოემბრიდან ემსახურება და მგზავრთა გადაყვანას ახალი ჰიბრიდული და ელექტრომანქანებით უზრუნველყოფს. მგზავრობის ტარიფი კი, ქალაქის სხვადასხვა უბნების მიხედვით, 30-დან 40 ლარამდე მერყეობს.

აეროპორტში განთავსდა კომპანიის ოფისი, სადაც მგზავრები შეძლებენ წინასწარ შეიძინონ მგზავრობის ბილეთი და შეარჩიონ სასურველი მარშრუტი, ეს ინფორმაცია კი მძღოლს ავტომატურად გადაეცემა ავტომობილში სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანებზე, გარდა ამისა, ტრანსპორტში განთავსებულია ტაქსომეტრები, რაც სერვისის საფასურს განსაზღვრავს, იმ შემთვევაში, თუკი მგზავრი თბილისს გარეთ მიემგზავრება.