მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეიძლება გაძვირდეს სადაზღვევო პოლისები? - "იმედი L"-ის განმარტება

603e4d5b11e9a
ელენე გოგბერაშვილი
03.03.21 09:45
752
ქვეყანაში არსებული ინფლაციური პროცესებიდან გამომდინარე და იმ პირობებში, როცა სამედიცინო სერვისები და მომსახურება გაძვირდა, სადაზღვევო ასოციაცია აანონსებს, რომ სადაზღვევო კომპანიები იძულებულნი არიან, სადაზღვევო პოლისების ღირებულება გაზარდონ.

სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებს ამ ეტაპზე უჭირთ იმის თქმა, თუ რამდენით შეიძლება გაუძვირდეთ ინდივიდუალურ თუ კორპორატიულ კლიენტებს სადაზღვევო პრემია. როგორც "იმედი ელ"-ის გენერალური დირექტორი BM.GE-ისთან განმარტავს, ეს პირველად არ ხდება და კომპანიები ნებისმიერ დროს ცვლიან ფასებს, თუ ხარჯები შემოსავლებს აჭარბებს. ახლაც სადაზღვევო ბიზნესს ის პერიოდი უდგას, როცა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ტარიფებს უნდა გადახედონ.

"ყოველთვის ამ პრინციპით ვმუშაობთ. სამედიცინო დაზღვევას აქვს ხარჯების მხარე, რომელიც უნდა დაკომპენსირდეს შემოსავლით. კომპანიის მომგებიანობა განისაზღვრება ხარჯვით მხარესა და შემოსავლით ნაწილს შორის რამხელაა სხვაობა. ყოველთვის ნებისმიერ დროს ხარჯვითი მხარის ზომა, სხვა რამესთან ერთად დამოკიდებულია ფასების ზრდასთან კონკრეტულ მომსახურებაზე/ სერვისებზე, შესაბამისად თუ ინფლაცია გულისხმობს ამ მომსახურებას და სერვისებზე ფასების ზრდას, ეს თავისთავად უბიძგებს ნებისმიერ ბიზნესს, მათ შორის სადაზღვევოსაც, რომ შემოსავლითი ნაწილიც შეძლებისდაგვარად ადეკვატურად გაიზარდოს ან მოხდეს მინიმალურად ე.წ მოგების მარჟის მნიშვნელოვანი შემცირება.

შესაბამისად, ყოველთვის ასე ხდება და იქნება. ჩვენ, მზღვეველები სამედიცინო სერვისს არ ვაწვდით არავის. ვაფინანსებთ სამედიცინო სერვისს, შესაბამისად, თუ სამედიცინო სერვისი იზრდება ფასში ლოგიკურია, რომ სადაზღვევო კომპანიის საჭიროება იყოს იმისთვის, რომ შეინარჩინოს მომგებიანობის გარკვეული ხარისხი, გაზარდოს შემოსავლების ნაწილიც, რაც გულისხმობს, რომ ეს ზრდა აისახება პოლისების ღირებულებაში“, - აცხადებს გივი გიორგაძე.

მისი თქმით, სადაზღვევო პოლისის სტანდარტული ღირებულება არ არსებობს და პოლისის ფასი დამოკიდებულია ძალიან ბევრ კომპონენტზე. შესაბამისად, ყოველთვის, როცა ხარჯვა იზრდება, უნდა გაიზარდოს შემოსავლებიც.

„ახალი ფასი დამოკიდებულია არამხოლოდ ფასების ზრდაზე, არამედ, მაგალითად, მოხმარების კომპონენტზე, რამდენად აქტიური მომხმარებელია იმ სერვისების, რომლის დაფინანსებასაც ვახდენთ. ღირებულება დგება კონკრეტული მომენტისთვის. იანვარშიც ასე მოხდა, დეკემბერშიც ასე მოხდა და პრინციპი არ შეცვლილა“, - განმარტავს გიორგაძე.