მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეიძლება სასამართლოს გვერდის ავლით შეჩერდეს ფარმაცევტული საქმიანობა? – PSP-ს კითხვა მთავრობას

5ef305638ed0b
ინგა მურუსიძე
24.06.20 12:00
1000
საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩვენი კომპანია ჩართული არ ყოფილა, - ამის შესახებ კომპანია PSP-ს წარმომადგენელმა მამუკა ბრეგვაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი განიხილეს. 

საქმე იმაშია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისთვის სანქციების გამკაცრებას გეგმავს, ამას უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, ხოლო სამედიცინო გადაცდომებში დავების და სანქციების განხილვის პროცესში სასამართლო ზედამხედველობის მოდელი ნაწილობრივ შეიცვლება და ამ პროცესში სამინისტროს ფუნქციები გაიზრდება. მათ შორის სანქციები მკაცრდება კლინიკების მიერ დოკუმენტების გაყალბების შემთხვევებზეც.

"ამ საკანონმდებლო პაკეტის განხილვის დროს ჩვენი კომპანია სამწუხაროდ ჩართული არ ყოფილა და არანაირი დიალოგი არ გვქონია სამინისტროსთან. როდესაც ცვლილება შედის "სამეწარმეო კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში, რომლითაც სააგენტოს ენიჭება უფლებამოსილება, სასამართლოს გარეშე განახორციელოს რაღაც ქმედებები, ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ სამედიცინო სექტორზე, თუმცა არც კანონპროექტის განმარტებებში და არც აქ არ მოგვისმენია არგუმენტები, რატომ დადგა ამის საჭიროება ფარმაცევტულ დარგში? სასამართლოს გვერდის ავლით რატომ შეიძლება შეჩერდეს ფარმაცევტული საქმიანობა?", - მიმართა კითხვით კომპანიის წარმომადგენელმა ჯანდაცვის მინისტრის მოაადგილეს თამარ გაბუნიას.