მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შემცირდა იპოთეკური სესხების გაცემა ნოემბერში - TBC Capital-ის მიმოხილვა

5fca375012a96
ვიქტორია მღებრიშვილი
04.12.20 18:18
790
TBC Capital-ის ეკონომიკის აღდგენის კვირის მიმოხილვის მიხედვით, ნოემბერში ახალი გაცემული იპოთეკური სესხები წლიურად შემცირებულია, რაც მეტწილად კურსის ვოლატილობით და ვირუსის გაზრდილი შემთხვევებით აიხსნება.

საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმართულებით ახალი გაცემული იპოთეკური სესხები ნოემბერში წლიურად 27%-ით შემცირდა, სხვა ფაქტორებთან ერთად 2019 წლის ნოემბერში მაღალი საბაზისო ეფექტით აიხსნება.

ამასთან 26 ნოემბრის მდგომარეობით, თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის 7-დღიანი საშუალო წლიური ცვლილება უარყოფით ნიშნულზეა და -11%-ია.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 6 ივლისიდან გაცემულ გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი კვლავ წინა კვირის ნიშნულზეა და 34.3%-ს შეადგენს.