მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შემცირდა მშენებლობის სექტორი აგვისტოში?- "არსი" ორ მიზეზს ასახელებს

6155cbad343ce
სალომე მეცხვარიშვილი
30.09.21 21:15
679
აგვისტოში მშენებლობის სექტორში შემცირება დაფიქსირდა - ასეთია საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომლებიც გასული თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს ასახავს. ანგარიშის მიხედვით, ზაფხულის ბოლო თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა. მატება თითქმის ყველა სექტორში იყო გარდა მშენებლობისა და სამთომოპოვებითი საწარმოებისა.

კომპანია “არსიში” ამბობენ, რომ ერთი თვის მონაცემები მთლიან სურათს არ გვაძლევს და აგვისტოში მშენებლობის სექტორში შემცირება ორი მიზეზით აიხსნება:

“ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის სეზონურობა, აგვისტო არ არის ისეთი აქტიური თვე, განსაკუთრებით სამშენებლო სექტორისთვის. შემცირების მეორე მიზეზი იქნებოდა ტრანსპორტის შეზღუდვა, რომელიც აგვისტოს მეორე ნახევარში იყო დაწესებული. კომპანიებს გარკვეული პერიოდი სჭირდებათ ხოლმე, რომ მოახერხონ გადაწყობა და თანამშრომლების ტრანსპორტირება უზრუნველყონ”,- აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი ბესიკ ორთოიძე.