03.დეკემბერი .2020 15:00

რატომ შეუმცირდა ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი - მინისტრის განმარტება

რატომ შეუმცირდა ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი - მინისტრის განმარტება
views 320
უკან

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უწყებებიდან ყველაზე ნაკლები ფინანსური რესურსი ეკონომიკის სამინტროსთვის განისაზღვრა და 356 მლნ ლარი შეადგინა.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა განმარტავს, რომ ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტის შემცირება არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გავლენით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარეობს, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ნაწილი ჯანდაცვის სისტემისკენაა მიმართული.

„მომავალი წელი იქნება ვაქცინაციის წელი საქართველოსთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს გარკვეული ვალდებულებები მომსახურება და პროგრამების დაფინანსება პანდემიასთან ბრძოლის გეგმიდან გამომდინარე, აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ჩვენი პრიორიტეტი გადალაგდა და მთავარი აქცენტი მოსახლეობის სოციალურ დახმარებაზე, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე და ბიზნესის დახმარებაზე გაკეთდა, რათა ის ნეგატიური ზემოქმედება შევარბილოთ, რომელიც პანდემიამ იქონია და იქონიებს კიდევ 2021 წელს ჩვენს ეკონომიკაზე.

შემცირებულია ისეთი პროგრამები, რომელთა განხორციელება მომავალ წელს აღარ არის აქტუალური. ბევრი საერთაშორისო ღონისძიება ტურიზმთან იყო დაკავშირებული და ბუნებრივად ეს დროში გადაიწევს, მიუხედავად ამისა ძალიან მაღალ ნიშნულზე რჩება ინფრასტრუქტურული პროექტების კაპიტალური ხარჯები - გზების და ელექტროხაზების მშენებლობა, გაზიფიკაციის პროგრამა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის განსაკუთრებით რეგიონებში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, 2020-2021 წლებში ანტიპანდემიური ღონისძიებების საერთო ღირებულება 1.4 მლრდ ლარს შეადგენს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოსახლეობის მხარდაჭერის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტია.

„ეს არის 1 200-ლარიანი დახმარების გაგძელება მათთვის, ვინც მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, მაინც ვერ შეინარჩუნებს სამსახურს და დროებით შემოსავლის გარეშე დარჩება; 300-ლარიანი გასაცემლები თვითდასაქმებული პირებისთვის - იმ შეზღუდული სექტორებისთვის, რაც აუციელებელია პანდემიის მეორე ტალღასთან ბრძოლის ფორმატში; კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, რომლითაც 4 თვის განმავლობაში 1.1 მლნ ოჯახზე მეტი მიიღებს დახამრებას; მიუხედავად პანდემიისა ყველა ჩვენი სოციალური ვალდებულება შევასრულეთ, იქნება ეს გაზრდილი ხელფასები ჯარისკაცებისა და პოლიციელებისთვის, თუ პენსიების ინდექსაცია და ზრდა, რომელიც მომავალი წლიდან ირთვება და პენსიონერებს გაეზრდებათ პენსია; მასწავლებლებს გაეზრდებათ ხელფასები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა