მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეწყდა ავიამიმოსვლა მხოლოდ ჩინეთთან და ირანთან და არა - იტალიაში? - მინისტრის მოადგილე

5e6206c3776b7
ინგა მურუსიძე
06.03.20 12:18
1246
"რომელიმე ქვეყნიდან მოგზაურობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას არ იძლევა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთთან და ირანთან შეზღუდვა დაწესდა მხოლოდ იმ მოტივებიდან გამომდინარე, რომ იმ კონკრეტული მომენტისთვის ყველაზე მაღალი რისკი სწორედ ამ ქვეყნებიდან მოდიოდა.

„საქართველო სრულად მიჰყვება ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, ვოპერირებთ ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების ფარგლებში; რაც შეეხება ფრენებს იტალიაში, ვირუსი ვრცელდება ყველგან, მთელს ევროპაში, ამდენად, ერთი რომელიმე ქვეყნიდან მოგზაურობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას არ იძლევა.

ჩვენ გავაგრძელებთ ჩამოსვლის ადგილას თერმოსკრინინგს, თვითიზოლაციის შესახებ რეკომენდაციას, მიმდინარე მეთვალყურეობას. არიან მოქალაქეები, რომლებიც რჩებიან კარანტინში. ესენი არიან მოქალაქეები, რომლებიც შემოდიან მაღალი რისკის ქვეყნებიდან. სხვა სამოგზაურო შეზღუდვებზე საუბარი არ გვაქვს. ჩინეთთან და ირანთან შეზღუდვა დაწესდა მხოლოდ იმ მოტივებიდან გამომდინარე, რომ იმ კონკრეტული მომენტისთვის ყველაზე მაღალი რისკი მოდიოდა ჩინეთიდან და ირანიდან. დღეს უკვე ვირუსი ვრცელდება მთელს ევროპაში, ამიტომ იზოლირებულად რომელიმე ქვეყნიდან მოგზაურობის შეზღუდვას მაქსიმალური ეფექტი ვერ ექნება. ინფიცირების შემთხვევები იზრდება როგორც იტალიაში, ისე - საფრანგეთში და ა.შ.“, - განაცხადა გაბუნიამ.