მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეწყდა გეგმიური სერვისები კლინიკებში? - მინისტრის პასუხი

60fff745b43b9
ინგა მურუსიძე
27.07.21 16:27
902
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მიერ ხელმოწერილი დადგენილებით, გეგმიური ოპერაციების ჩატარება კლინიკებში შეწყდა. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, დადგენილება უკვე ხელმოწერილი და გამოცემულია.

„იცით, რომ მიმდინარეობს საწოლფონდის მობილიზება. მნიშვნელოვანია, რომ საწოლფონდის სრული რესურსი გადაერთოს კოვიდ-მართვაზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება საწოლფონდს, კითხვაზე, რა გეგმა აქვს სახელმწიფოს იმ ფონზე, რომ საწოლები თითქმის სრულად დატვირთულია, ტიკარაძე პასუხობს:

„შარშან, როცა შევდიოდით პიკში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სასტუმროებმა, რომლებიც გადაკეთდნენ კოვიდ-კლინიკებად. ახლაც მოლოდინი გვაქვს ტურიზმის სააგენტოსგან. ისინი თანამშრომლობენ ჩვენთან და ეტაპობრივად ახალი სასტუმროები ემატება. მძიმე პაციენტები სასტუმროებში არ მოთავსდებიან. ისინი მოთავსდებიან კლინიკებში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ხოლო კითხვაზე, როგორ მოთავსდებიან პაციენტები კლინიკებში, როცა ადგილები არ არის, ტიკარაძე პასუხობს: „ის პაციენტები, რომლებიც დღეს კლინიკებში არიან, ექიმების გადაწყვეტილებით უნდა გადავიდნენ კოვიდ-სასტუმროებში. ასევე, მიმდინარეობს საწოლფონდის მობილიზება“.