15.იანვარი .2020 16:09

რატომ სვამს 112 ბევრ კითხვას და რატომ იგვიანებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება?!-მინისტრის განმარტება

views 1420
უკან

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება იგვიანებს იმის მიხედვით, თუ რამდენად მწვავე მდგომარეობა აქვს პაციენტს.

„სასწრაფო აგვიანებს იმის მიხედვით, თუ რამდენად მწვავე არის გამოძახება და ის გამოძახებები, რომელიც არის ძალიან მწვავე და ეხება ადამიანის სიცოცხლის რისკს; შესაბამისად, ვცდილობთ იქ დაგვიანება არ მოხდეს და ვიყოთ ადგილზე უმოკლეს დროში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ სასწრაფოს გამოძახების დროს ოპერატორი ძალიან ბევრ შეკითხვას სვამს, მინისტრი ამბობს, რომ ეს არის საერთაშორისო სტანდარტი.

„კითხვების დასმა ასევე გაგრძელდება, ვინაიდან ეს არის საერთაშორისო სტანდარტი და არის სავალდებულო, რადგან ამ კითხვების მეშვეობით შეგვიძლია გამოვყოთ რომელი გამოძახება არის ყველაზე მწვავე და რომელზე უნდა მოხდეს მყისიერად მანქანის გაშვება“, - განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა