მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უარესდება ეპიდვითარება? - გაბუნიას შეფასება

615eed595b403
ინგა მურუსიძე
07.10.21 16:50
901
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მიიჩნევს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პირბადის ტარების მაჩვენებლის სიმცირეა. საკითხზე მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არის უკიდურესად საყურადღებო. დავიწყეთ სწავლა, მანამდეც აქტივობა მაღალი იყო და შესაბამისად, მობილობა მაღალია, თუმცა ვფიქრობ, მთავარი გამომწვევი მიზეზი არის პირბადის ტარების (დაბალი)მაჩვენებელი.

თუ არ გამოვიყენებთ პირბადეს, ვირუსის გავრცელების რისკი იმატებს. ვაქცინაცია არის საკითხის სწორი გადაწყვეტა და სოციალური დისტანცირების წესების დაცვა. ნიღბის გამოყენება დღეს არის 43%“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.