„უნდა მოიძებნოს შესაბამისი დისტრიბუტორი, რომელიც კონკრეტულ პროდუქტში ფულს ჩადებს, როგორც საქართველოს, ასევე ნებისმიერ ბაზარზე. პროდუქტი არ გაიყიდება თუ მარკეტინგში თანხა არ ჩაიდო,“ - ამის შესახებ BM.GE-ის ქართული ჩირის ბრენდის „ჩიკორის“ დამფუძნებელმა გიორგი კვირიკაძემ განუცხადა.
როგორც კვირიკაძე განმარტავს, საექსპორტო ბაზარზე კონკრეტული პროდუქციის მიერ სხვა ანალოგიური ბრენდებისთვის კონკურენციის გაწევა რთულია.
„რა თქმა უნდა, საექსპორტო ბაზრებზე კონკურენცია ხელს გვიშლის. ქართველები უფრო წარმოებაზე ვართ ორიენტირებულები და არ ვითვალისწინებთ იმას, რომ უცხოეთის ბაზარზე რომ შეხვიდე, სერიოზული თანხები უნდა გქონდეს. მხოლოდ უცხოეთის ბაზარზეც რომ არ ვისაუბროთ, ჩვენ ქსელებში შეიძლება სხვადასხვა ზომის 12 ჩირის ქარხანა იყოს წარმოდგენილი და ამ 12 მწარმოებლიდან საქართველოში მსხვილი სუპერმაკეტების ქსელებში 2-3 კომპანია შედის. ჩვენ ქსელშიც ვერ შედიან არა თუ გერმანიის, რადგან აქ რომ რომელიმე ქსელში შეხვიდე, ამასაც მარკეტინგული მნიშვნელოვანი თანხების ჩადება სჭირდება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაძემ.
ბრენდის დამფუძნებლის განცხადებითვე, ლარის გაუფასურებას კომპანიის საფასო პოლიტიკაზე არ უმოქმედია.
გიორგი კვირიკაძის განმარტებით, „ჩიკორი“ ლიეტუვაში გერმანული სავაჭრო ქსელის LIDL-ის 40 ქსელში გაიყიდება, ხოლო სამომავლოდ მას პოლონეთის ქსელებში შეიტანენ. თავდაპირველად ლიეტუვაში 6 სახეობა, ჯამში 50 000 ცალი ჩირი გავა, თუმცა მისი გასაყიდი ფასი ამ ეტაპზე უცნობია.
შეგახსენებთ, რომ „ქარელის ხილი“ ქარელის რაიონში 2016 წელს გაიხსნა. 2017 წელს კი პროდუქციის წარმოება დაიწყო და ჩირი ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით გამოვიდა. 2017 წლის მეორე ნახევარში კომპანიის პროდუქცია უკვე საზღვრებს გასცდა და დღეს საექსპორტო ბაზრებს შორის არის: ჩეხეთი, სლოვაკეთი, ლიეტუვა და ჰონგ-კონგი. „ქარელის ხილის“ ჩირი ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით იყიდება. კომპანიაში წარმოების პროცესში 35 ადამიანია ჩართული.
საწარმოს მიერ გამოყენებული ნედლეული მოყვანილია ქარელის, გორის და ბაღდათის რაიონებში. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიამ ISO-ს სურსათის უვნებლობის დამადასტურებელი სერთიფიკატიც მოიპოვა. კომპანია ისეთ პროდუქციას აწარმოებს, როგორიც არის - ლეღვი შოკოლადში, გარგარი შოკოლადში, ქლიავი, საზამთროს ჩირი და ნესვის ჩირი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება