TBC Capital-ის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში დოლართან მიმართებით, ევროს გაუფასურების შესახებაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, მოკლევადიან პერიოდში ევროს მიმართულების ზუსტად პროგნოზირება რთულია, თუმცა, საშუალოვადიან პერიოდში ის აშშ დოლართან მიმართებით უნდა გამყარდეს.
“ევროს ლართან უფრო ნაკლები მერყეობა აქვს, რასაც სხვადასხვა მიზეზი აქვს.
ევრო-დოლარის შესახებ მოკლევადიანი პროგნოზი უფრო რთულია, ვიდრე საშუალოვადიანი პროგნოზი. ისტორიულად უფრო მტკიცდება, რომ საშუალოვადიანი ინდიკატორები უფრო მართლდება. ძალიან დიდი ხანია ასეთი სუსტი არ ყოფილა ევრო, ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, საპროცენტო განაკვეთების ჩამორჩენა, ასევე ის, რომ იტალიაში გაიზარდა განაკვეთები, რაზეც იყო ECB-ის განცხადება, რომ დააბალანსებს ამას.
ენერგომატარებლებზე მაღალი ფასები, ასევე ის, რომ ევროკავშირი ცდილობს შეამციროს საკუთარი დამოკიდებულება ენერგომატარებლებზე, რაც გარდაუვალია და მათთვის კიდევ უფრო აძვირებს ენერგომატარებლებს. განსხვავებით აშშ-ისგან, რომელიც უფრო თვითმყოფადია ამ მიმართულებით.
ბოლო წლებში მაინც სუსტი იყო ევრო. ევროზონის უპირატესობა იყო დადებითი სავაჭრო ბალანსი, უფრო მეტი ექსპორტი ჰქონდათ, ვიდრე იმპორტი. დღეს ევროზონა დგას სავაჭრო დეფიციტის წინაშე და ესეც მოქმედებს უარყოფითად.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დოლარი თუ მყარდება, მისი შემდგომი გამყარების ალბათობა არის ნაკლები. საშუალოვადიან პერიოდში, ჩემი რჩევაა, რომ უხეშად რომ ვთქვათ, დავდოთ ფსონი ევროს გამყარებაზე", - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.
ბოლო ერთ თვეში ევრო დოლართან მიმართებით 1.05-დან 1.001-მდე შემცირდა, ევროს ამჟამინდელი ფასი 2002 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი