25.ნოემბერი .2021 12:01

რატომ უნდა დაიწყოთ ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება დღესვე? (R)

რატომ უნდა დაიწყოთ ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება დღესვე? (R)
views 693
უკან

დოკუმენტების გაციფრულება და ელექტრონულ ხელმოწერებზე გადასვლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომლის აუცილებლობა პანდემიურმა პროცესებმა ნათლად დაგვანახა. ამ გამოწვევის საპასუხოდ შეიქმნა პირველი ქართული ელექტრონული ხელმოწერის პლატფორმა Signify, რომელიც უკვე 9 თვეა ადგილობრივ ორგანიზაციებსა და ინდივიდებს კონტრაქტების და ხელმოწერების გაციფრულებაში ეხმარება.

2020 წელს განვითარებულმა პანდემიურმა პროცესებმა საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა მსოფლიო. ხანგრძლივმა ლოქდაუნებმა და დისტანციურმა მუშაობის რეჟიმმა არაერთი სერვისისა თუ პროდუქტის გაციფრულება გამოიწვია. მათ შორის აღმოჩნდა ხელშეკრულებისა და კონტრაქტების გაფორმების პროცესიც. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ დოკუმენტების ელექტრონულად ხელმოწერა მსოფლიო ბაზრისთვის სიახლე არ ყოფილა, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე, სადაც ხელშეკრულების გაფორმებისას უპირატესობა ჯერ კიდევ მატერიალურ ე.წ. სველ ხელმოწერას ენიჭება.

მიუხედავად იმისა, რომ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა საქართველოში უკვე წლებია გამოიყენება, ხელმოწერის ამ ფორმამ აქამდე დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა. ამის მიზეზია ის ტექნიკური სირთულეები, რომლებიც თან ახლავს კვალიფიციური ხელმოწერის პროცესს - საჭიროა ID ბარათი, მისი წამკითხველი, პინ კოდი, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, ხელმოწერის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ პერსონალური კომპიუტერით და სხვა.

სწორედ ეს არის Signify-ს მთავარი უპირატესობა - ის საშუალებას აძლევს ორგანიზაციებსა და ინდივიდებს, გაგზავნონ და ხელი მოაწერონ დოკუმენტებს ელექტრონულად, ყოველგვარი დამატებითი მოწყობილობის გარეშე, როგორც პერსონალური კომპიუტერით, ასევე მობილურით და პლანშეტით, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ლოკაციიდან. ეს საგრძნობლად ამარტივებს და ასწრაფებს დოკუმენტის გაფორმების პროცესებს. რაც მთავარია, ლეგალურად და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

„ინტერესი ძალიან დიდია. ყოველ დღე ვესაუბრებით სხვადასხვა მსხვილ თუ საშუალო და მცირე კომპანიების წარმომადგენლებს და ვისმენთ მათ წუხილს ფურცლებთან დაკავშირებით. ეს გვარწმუნების იმაში, რომ Signify-ს გამოჩენა ქართულ რეალობაში ძალიან დროული და საჭირო იყო“, – ამბობს ზვიად წოწკოლაური, Signify-ს მმართველი პარტნიორი, - „ბიზნესებმა, რომლებიც „ფურცლომანიაში“ რესურსის, მინიმუმ, 5%-ს ხარჯავენ, დაზოგილი დრო და რესურსი ისევ ბიზნესის განვითარებას რომ მოახმარონ, ეს, გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნის მშპ-ს გაზრდაშიც შეიტანს წვლილს. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, გაგვეციფრულებინა კონტრაქტები და ამით ბიზნესისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, უფრო მეტი ფოკუსი საქმესა და განვითარებას მოახმარონ და არა – ბიუროკრატიულ პროცედურებს“.

Signify-ს გაშვებიდან პირველ 9 თვეში პლატფორმის გამოყენება 200-ზე მეტმა კომპანიამ დაიწყო და ამ პერიოდის განმავლობაში Signify-ს დახმარებით 27,000-ზე მეტი ელექტრონული ხელმოწერა გაკეთდა. პლატფორმას აქტიურად იყენებენ კომპანიები სადაზღვევო, საბანკო, მიტანის, საფინანსო, საცალო და სხვა ინდუსტრიებიდან.

Signify ქართულმა კომპანიამ RockIT-მა ბრიტანელ პარტნიორებთან მჭიდრო კოლაბორაციით შექმნა. პლატფორმას გავლილი აქვს უსაფრთხოების სერტფიცირების ყველა ეტაპი და აკმაყოფილებს როგორც ევროკავშირისა და აშშ-ში მოთხოვნილ უმაღლესს სტანდარტებს, ასევე ადგილობრივ სპეციფიკურ მოთხოვენბს.

ამ ეტაპზე Signify მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს, თუმცა სამომავლოდ მისი გატანა საერთაშორისო ბაზრებზეც იგეგმება. კომპანიაში განაცხადეს, რომ მათი მიზანია რამდენიმე წელიწადში სრულად ჩაანაცვლონ ფურცლები ელექტრონული დოკუმენტებით.

პლატფორმაზე რეგისტრაცია უფასოა - Signify.ge

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა